x
მეტი
  • 22.09.2023
  • სტატია:130661
  • ვიდეო:357245
  • სურათი:504909
რუსების დანაკარგები გეომეტრიული პროგრესიით მატულობს, მიზეზი ერთია-მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა გაამწარო

image რუსული სამხედრო მანქანა კატასტოფულ დანაკარგებს განიცდის უკრაინაში, ყოველდღიურად ნადგურდება ჯავშანტექნიკა, ავიაცია, ლოჯისტიკის ტრანსპორტი და რაც მთავარია ცოცხალი ძალა.
პუტინს სურდა ბლიცკრიგით აეღო კიევი და პრო რუსული ხელისუფლება დაესვა კიევში, რომელიც დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებდა და ყირიმის მიტაცებას რუსეთს "გაუპრავებდა".
რუსეთს კიევის აღების ელვისებური გეგმა ჩაიფუშა, რადგან უკრაინამ შესძლო და 2014 წლის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით სწრაფად დაიწყო შეიარაღებული ძალების მოდერნიზებული ტექნიკით გადაიარაღება, შექმნა ტერიტორიულად დაყოფილი საარმიო დანაყოფები, თავისი საბრძოლო მასალის მარაგით და ლოჯისტიკის კარგი დაგეგმარებით.
ერთადერთი რომელიც უკრაინის არმიაში ჯერ კიდევ სუსტ რგოლად დარჩა ეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტებია, უკრაინას გააჩნდა საკმარისი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მსხვილი ქალაქების დასაცავად, მაგრამ არა უკრაინის ვრცელი ტერიტორიის დასაცავად, სწორედ ამისი შედეგია ჩემი მშობლიური ქალაქის ხარკოვის მიწასთან გასწორება, მართალია რუსული ავიაცია თითქმის ყოველდღიურად განიცდის დანაკარგებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.
სამხედრო აეროდრომები მასიურად იბომბება, რამაც უკრაინულ გამანადგურებენ, მოიერიშე და ბომბდამშენ ავიაციას ხელფეხი შეუკრა. მართალია რამდენიმე საჰაერო ორთაბრძოლაში უკრაინელებმა რუსეთის უახლესი მრავალფუნქციური გმანადგურებლებიც კი ჩამოაგდეს, მაგრამ დანაკარგია უკრაინულ მხარესაც, საჰაერო ბრძოლაში სამხედრო აეროდრომის დასაბომბად მისულ რუს აგრესორებს კუდით ქვა ასროლინა მაიორმა სტეპან ჩობანუმ, რუსულ გამანადგურებლებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა, თუმცა შესძლო და დრო მისცა აეროდრომზე დისლოცირებული ავიაცია სხვა აეროდრომზე გადაეფრინათ უკრაინელ პილოტებს.
უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით მაიორ ჩობანუს უკრაინის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
image ომის კანონია-მშვიდობიან მოსახლეობას არ უნდა შეეხო, რუსეთმა ომის წარმოების ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი შEზღუდვა ფეხებზე დაიკიდა და მშვიდობიანი ქალაქები მიწასთან გაასწორებინა, საავადმყოფოები დააბომბინა, ეკლესიები გადააწვევინა და ისეთ ადამიანებს ააღებინა ხელში იარაღი ვისაც ბრძოლაზე მანამდე საერთოდ არ უფიქრია.
სსრკ-ს დროს ავღანეთმა დიდი გამოცდილება შესძინა რუს გენერლებს და ბევრი მათგანი ჩეჩნეთში ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, განსაკუთღებით კი გენერლები როხლინი და ლებედი, პირველი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა და მისი მკვლელობა მის ცოლს დაბრალეს, ლებედი კი რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში შEხვედრაზე მიფრინავდა ვერტმფრენით ავიაკატასტროფას შეეწირა, არა და სწორედ ლებედი ამბობდა იმას რაც მე ზემოთ დავწერე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვასთან და ამ მოსახლეობის მიერ ხელში იარაღის აღების მიზეზებზე.
"ადამიანი, რომელიც სახლში ბრუნდება და სახლის ნაცვლად მას ხვდება უზარმაზარი ქვაბული, სადაც ადრე მისი ცოლშვილი ცხოვრობდა, ის აუცილებლად აიღბს ხელში იარაღს და ის იქნება არა მებრძოლი არამედ მგელი, რომელსაც არ აინტერესებს არც ფული, არც მედლები, არ ადარდებს საკუთარი სიცოცხლე, ის იბრძოლებს და იცოცხლებს დიდხანს, რადგან მას ამოძრავებს შურისძიების გრძნობა".
კიევის თავზე რუსული სამხედრო, საფენი აპარატის ჩამოგდების კადრები.



თუ "ნატომ" როგორც აღუთქვა ამერიკამ უკრაინას, ევროპელი მოკავშირეების ხელით უკრაინას მიაწოდა შორი რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები, უკრაინის ცა ბევრად ეფექტურად დაიხურება, ხმელეთზე ბრძოლა ლი უკვე არ ესწავლებათ უკრაინელებს და მათ მხარეს მებრძოლ პროფესიონალ ყოფილ სამხედრო მოხალისეებს უცხოეთის ქვეყნებიდან.
რუსული სამხედრო კოლონის განადგურება.

0
1118
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1118