x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
საიდუმლო გახნილია: როგორ ცხოვრობს დედამიწის უმდიდრესი ადამიანი
image
Forbes-ის მონაცემებით, Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკის ქონება 268 მილიარდი დოლარია. თუმცა, მილიარდერის ცხოვრება უკიდურესად მოკრძალებულია - მასკის ყოფილმა შეყვარებულმა და მათი ორი საერთო შვილის დედამ, მომღერალმა კანადელ გრაიმსმა მას მათხოვარი უწოდა.


Vanity Fair-ზე წერს, რომ გრაიმსმა თქვა, რომ მაგნატი საკვებზეც კი ზოგავს.


წყვილი ერთად 2018 წლიდან ცხოვრობდა და გასული წლის სექტემბერში დაშორდნენ და როგორც ჩანს, მეგობრული პირობებით დარჩნენ.


მომღერალმა თქვა, რომ ლოს-ანჯელესში ისინი ცხოვრობდნენ 40 ათასი დოლარის ღირებულების სახლში. ამასთან, იქ არსებული უძრავი ქონების საშუალო ფასი 900 ათასი დოლარია.



საქმე იქამდე მივიდა, რომ ვუთხარი: იქნებ 40 ათას დოლარად არ ვიცხოვროთ ამ სრულიად სახიფათო სახლში? სადაც მეზობლები ვიდეოს გვიღებენ, დაცვა არ არის და უკვე მერვე დღეა არაქისის კარაქსა ვჭამ?“ - აღშფოთებულია მსახიობი.


ახლა მილიარდერი ცხოვრობს ტეხასში, სადაც გადავიდა კალიფორნიიდან Tesla-ს შტაბ-ბინასთან ერთად. იქ მდებარეობს მისი მეორე კომპანიის, Space X-ის კოსმოსური პორტი. მისი ცხოვრების პირობები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც კალიფორნიაში.


მასკი ცხოვრობს 37 კვადრატული მეტრის ასაწყობ სახლში, რომელიც მან Space X-დან იქირავა. ასეთი სახლის ღირებულება 50 ათასი დოლარია.


ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, გამომგონებელი, ინჟინერი ილონ მასკი კვლავ მამა გახდა. მას ქალიშვილი შეეძინა. ბავშვი სუროგატმა დედამ გააჩინა. მილიარდერი გოგონას კანადელ მომღერალ კლერ ბუშერთან ერთად გაზრდის, რომელიც გრაიმსის ფსევდონიმით მართავს კონცერტებს.

0
630
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
630
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0