x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი საზარელი მკვლელობა მაჰმუდიაში

image

2006 წლის 12 მარტს ერაყში, ქალაქ ელ-მაჰმუდიას მახლობლად სოფელში მოხდა საზარელი დანაშაული, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა ჩაიდინეს, კრიმინალურ ისტორიაში ეს ამბავი ცნობილი გახდა, როგორც "მკვლელობა მაჰმუდიაში".



14 წლის აბირ ქასიმ ჰამზა ალ-ჯანაბი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა განცალკევებულ ადგილზე, ფერმაში, აშშ-ს სამხედრო საგუშაგოდან 200 მეტრში. მეზობლებისა და გოგონას ძმის თქმით, ჯარისკაცები ფერმაში რამდენჯერმე შევიდნენ სხვადასხვა საბაბით, რა დროსაც აბირის მისამართით რამდენიმე უხამსი მინიშნება გააკეთეს.


ოჯახის მეზობლის თქმით, გოგონამ ი პერიოდში სკოლას თავი დაანება და უმეტეს დროს სახლში ატარებდა, ამიტომ ჯარისკაცები მას ხშირად ხედავდნენ და ინტერესს იჩენდნენ მის მიმართ.



imageფოტოზე: აბირი აქ 10 წლისაა



აბირის 13 წლის ძმამ, რომელიც დანაშაულის დროს სკოლაში იმყოფებოდა, თქვა, რომ ერთხელ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა დას ლოყაზე თითები მოუთათუნა, რის გამოც გოგონა ძალზე შეშინდა.


მკვლელობამდე დედამ შესთავაზა აბირს ღამე ბიძის სახლში გაეტარებინა, მაგრამ მამამ შიში უარყო და თქვა, რომ პრობლემა არ იქნებოდა, რადგან მათი ქალიშვილი ძალიან პატარა გოგონა იყო.








2006 წლის 12 მარტს ოჯახის სახლში სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის 502-ე ქვეითი პოლკის 1-ლი ბატალიონის ხუთი სამხედრო მოსამსახურე (ზოგი ნასვამ მდგომარეობაში) შევიდა. ესენი იყვნენ სერჟანტი პოლ ე. კორტესი, სპეციალისტი ჯეიმს პ. ბარკერი და რიგითი ჯესი ვ. შპილმანი, ბრაიან ლ. ჰოვარდი და სტივენ დ. გრინი.


ერთ-ერთმა ჯარისკაცმა (გრინმა) გოგონას დედ-მამა და პატარა და გაიყვანა სხვა ოთახში, სადაც იარაღით დახოცა ისინი:მამა, ქასიმ ჰამზა რახიმი (45 წლის); დედა ფახრია თაჰა მუჰსინი (34 წლის) და და ჰადილ ქასიმ ჰამზა, 5 წლის.

image



თავად 14 წლის აბირი გააუპატიურეს (მოგვიანებით ორმა ჯარისკაცმა ფიცის ქვეშ აღიარა, რომ რიგრიგობით რამდენჯერმე გააუპატიურეს)

მკვლელობის შემდეგ სტივენ გრინი დაბრუნდა გვერდითა ოთახიდან და მანაც გააუპატიურა აბირი, შედეგ სახეზე ბალიში დააფარა და ესროლა.ამის შემდეგ გოგონას გვამს ცეცხლი წაუკიდეს, ცეცხლი სახლს მოედო, რის შემდეგაც მეზობლებმა, კვამლის დანახვისთანაევ, ამის შესახებ გოგონას ბიძას შეატყობინეს.

imageფოტოზე: სტივენ გრინი ერაყში



როგორც მეზობლები იხსენებენ, კარი გაღებისთანავე მათ აბირის ცხედარი იპოვეს: „საწყალი გოგო, ისეთი ლამაზი იყო. იწვა გაშლილი ფეხებით და ყელამდე აწეული კაბით.

image

შემდეგ გრინი იკვეხნიდა თავისს ნამოქმედარს და ამბობდა ეს იყო "მაგარი".





თავდაპირველად, ამერიკული გამოძიება ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მსხვერპლი იყო მინიმუმ 20 წლის, მაგრამ მოგვიანებით მისი რეალური ასაკი დადგინდა.

სასტიკმა დანაშაულმა ერაყის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.ერაყის პატრიარქალურ საზოგადოებაში გაუპატიურება ოჯახის დიდი სირცხვილია. თემის უხუცესმა განაცხადა, რომ დამნაშავემ გაუპატიურებისთვის სიცოცხლით უნდა გადაიხადოს, ისინი არ ცნობდენ ამერიკულ სასამართლოს: „ერაყელებმა ბევრი დანაშაული მოითმინეს ამერიკელებისგან და ჩუმად იყვნენ, მაგრამ გაუპატიურებას არ ვაპატიებთ"როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, „ალ-მაჰმუდიაში მომხდარი ინციდენტი პირველი არ არის ერაყში ამერიკელების ქცევასთან დაკავშირებით.თეთრ სახლს ქვეყანაში დიდი პრობლემები აქვს.ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენი საქმე საადემონსტრაციოდ გამოეყენებინათ



2006 წლის 30 ივნისს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირველი კლასის რიგითი სტივენ დ. გრინი დააკავეს. 2009 წლის 4 სექტემბერს კენტუკის ფედერალურმა სასამართლომ გრინი დამნაშავედ ცნო დანაშალებრივ შეთქმულების ორგანიზებაში, პირველი ხარისხის მკვლელობებსა და გაუპატიურებაში და მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა ვადამდელი აპელაციის უფლების გარეშე.

image

ფოტოზე: სტივენ გრინის დაკავება


გრინმა სასჯელის შემცირება მოითხოვა, მაგრამ მისი ყველა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბოლო 2011 წლის აგვისტოში იქნა უარყოფილი. 2014 წლის 15 თებერვალს გრინმა არიზონაში, ტუსონის ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო.

image

რაც შეეხება საქმის სხვა ფიგურანტებს :სერჟანტ პოლ ე. კორტესს, სპეციალისტ ჯეიმს პ. ბარკერს, რიგითი : ჯესი ვ. შპილმანს, ბრაიან ლ. ჰოვარდს 90-დან 110 წლამდ პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო სერჟანტ ენტონი ი. ერიბეს პირობითი სასჯელი.


შენიშვნა : მთავარი ფოტო პირობითია

1
630
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
630
  
2022, 12 მარტი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1