x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 ყველაზე უცნაური არმია ისტორიაში, რომლებიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა

1. წმინდა ლაზარეს კეთროვან რაინდთა ორდენი (ცოცხალი მიცვალებულების არმია)

image


კეთრი უძველესი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანის კანს, ლორწოვან გარს და ნერვულ სისტემას აზიანებს. შუა საუკუნეებში ეს დაავადება კარგად იყო ცნობილი, თუმცა არ იცოდნენ ის საიდან ჩნდებოდა და მაშინ, არც მისი მკურნალობის საშუალებები არსებობდა. ამიტომ, კეთროვანებს საზოგადოებიდან დევნიდნენ და მათ ჯანმრთელ ადამიანებთან ყოველგვარი კონტაქტი ეკრძალებოდათ. ამ სენით დაავადებული ადამიანები კეთროვანთა კოლონიებში ცხოვრობდნენ. ერთ–ერთი ასეთი კოლონია წმინდა ლაზარეს სახელობის ორდენი იყო, რომელიც იერუსალიმში მდებარეობდა. იქ ძირითადად, ყოფილი რაინდები ცხოვრობდნე. ტამპლიერები იერუსალიმში საკუთარი ორდენის ყოფილ წევრებს გზავნიდნენ და მათ იქ ცხოვრებას აფინანსებდნენ.

თუმცა, როდესავ წმინდა მიწაზე ჯვაროსნული ლაშქრობები გახშირდა და ოსმალთა ლაშქარმა იერუსალიმის კარს «მიუკაკუნა», კეთროვანმა რაინდებმა აბჯარი აისხეს, ხელში იარაღი აიღეს და ბრძოლაში ჩაერთნენ.

იმას ვერ ვიტყვით, რომ წმინდა ლაზარეს ორდენის რაინდებმა, საკუთარ კამპანიებში, დიდ წარმატებას მიაღწიეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერი მოწინააღმდეგეები არ იყვნენ. წარმოიდგინეთ, ადამიანები რომლებმაც იციან, რომ დიდი დღე ისედაც არ უწერით და არც დასაკარგი აქვთ რამე. ამასთან, ნერვების დაზიანების გამო, ისინი ტკივილსაც ვერ გრძნობდნენ. გარდა ამისა, ჯვაროსნების არმიისთვის, მათი რაზმი, ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური იარაღი იყო.


2. პრუსიის გიგანტების არმიაimage


პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I, მეტასახელად, «ჯარისკაცთა მეფე» დიდი კოლექციონერი იყო. მაგრამ, ის ნივთებს კი არა, ცოცხალ ადამიანებს — გოლიათებს აგროვებდა. ფრიდრიხი იმდენად იყო გატაცებული მაღალი მამაკაცებით, რომ მან გოლიათების მთელი არმია შექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ XVII–XVIII საუკუნეებში მამაკაცის საშუალო სიმაღლე, დღევანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ნებისმიერი ახალგაზრდა, რომლის სიმაღლე 180 სმ-ს აღემატებოდა, ამ არიმიის რიგების პოტენციური წვევამდელი იყო. ამასთან, მეფე უარს არ იღებდა: თუ ვინმეს არ უნდოდა მის სახელოვან არმიაში მსახური, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ დაიჭერდნენ და ამას იძულებით გააკეთებინებდნენ.

გარდა ამისა, პრუსიის არმიაში სხვა ქვეყნის ლეგიონერებიც იყვნენ. მაგ., თუ რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს პრუსიასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება უნდოდა, მის მეფეს, საჩუქრად, მაღალ მამაკაცებს უგზავნიდნე.

სავარაუდოდ, პრაქტიკული სამხედრო მიზნების გარდა, ფრიდრიხს ფეტიშიზმიც ამოძრავებდა. ის თავის გოლიათ ჯარისკაცებს მაღალ ქალებზე დაქორწინებას სთხოვდა, რომ უფრო «ჯიშიანი» და მაღალი ბავშვები დაბადებულიყვნენ.


3. დაჰომეის ამაზონებიimage


დაჰომეა სახელმწიფო იყო, რომელიც დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე 280 წლის მანძილზე არსებობდა (1904 წ. საფრანგეთმა დაიპყრო და ფრანგული დას. აფრიკის კოლონიას შეუერთა). მისმა მესამე მეფემ ჰოვეგბაჯამ, XVII საუკუნის II ნახევარში, არმიაში ქალების გაწვევა დაიწყო, რადგან ქვეყანაში, ომების გამი, მამრობითი სქესის მოსახლეობა თითქმის განადგურებული იყო.

დაჰომელი ამაზონები დიდი წარმატებით სწავლობდნენ ომის ხელოვნებას. ეს არმია 6000-მდე თავდადებულ და უკიდურესად საშიშ ქალბატონს ითვლიდა.

ამაზონები ფართოდ იყვნენ ცნობილი, როგორც სამეფოს ყველაზე გაბედული მეომრები. ისინი, არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე, მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ.


4. შიშველი კელტები არმიაimage


ეს თავისუფალი კელტი მეომრების არმია იყო, რომლის დაქირავება, ომში ჩართულ, ნებისმიერ მხარეს შეეძლო. იმ პერიოდის ისტორიული ქრონიკების მიხედვით, ისინი ახალგაზრდა, ახოვანი მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ბრძოლის დროს შიშვლები იყვნენ – თან, შუბის და ფარის გარდა, არაფერი ჰქონდათ. პოლიბიოსის (ძვ. წ. აღრ. 203 – 120 წწ.) ცნობით, მათ სამოსი, ბრძოლაში ხელს უშლისათ და ამიტომ, დედიშობილები იბრძვოდნენ.

ძვ. წ. აღრ. 225 წ. ისინი რომაელების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობდნე და უზარმაზარი კელტური არმიის წინა რიგებში იდგნენ. მათი დანახვისას, რომაელები შოკში ჩავარდნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შიშვლები ამ ბრძოლაში მაინც დამარცხდნენ... და მათი კარიერაც დასრულდა.



5. ამერიკული გასაბერი არმიაimage


მას «მოჩვენებით არმიასაც» ეძახდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელებმა ჭკვიანურ ხრიკის მიმართეს: 1944 წელს მათ საბრძოლო გუნდი შეკრიბეს, რომელშიც მხატვრების, მოდის დიზაინერების, მსახიობების და სხვა შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები შედიოდნენ და ეს იმისთვის, რომ მათ თავიანთი უნარები, მოწინააღმდეგის «გასაცურებლად» გამოეყენებინათ.

23–ე რაზმში 1100 ადამიანზე მეტი ირიცხებოდს. მათი მისია მტრის დაბნევა, დემორალიზება და «მაგიის» საშუალებით, დაშინება იყო. ამისთვის კი, გასაბერ საბრძოლო ტექნიკას, ხმოვან და პიროტექნიკურ ეფექტებს, კოსტუმებს, გრიმს და სხვა რეკვიზიტებს იყენებდნენ. ვიდრე პიროტექნიკოსები «ბრძოლის ველზე» აფეთქების იმიტაციას ახდენდნენ, მსახიობები ბარებში მიდიოდნენ, სვამდნენ და არიელებს შორის, ერეტიკულ იდეებს ავრცელებდნენ. ამავდროულად, გერმანული დაზვერვა საბრძოლო რაზმების მოულოდნელ გამოჩენას აფიქსირებდა იმ ადგილებში, სადაც ცოტა ხნის წინ, არაფერი იყო! ასობით ტანკი და საარტილერიო დანადგარი, ფაქტიურად, ჰაერიდან ჩნდებოდა. ამის შემდეგ, გერმანელების არმიის გადაჯგუფება ხდებოდა, ხოლო «მოჩვენებითი არმია» ისე ქრებოდა, როგორც ჩნდებოდა... რომ ახალ ადგილზე გამოჩენილიყო.

ამ არმიის არსებობა, 1996 წლამდე, გასაიდუმლოებული იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* რა იმალება რუსეთის ბირთვულ ჩემოდანში

* 1 ბომბდამშენი ყოველ 63 წუთში და სხვა საინტერესო ფაქტები ომის შესახებ

* რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო

* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება

* პროპაგანდის მიზნით გაყალბებული ფოტოსურათები – II მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა ფეიკები

* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ

* 10 ისტორიული ფაქტი, რომელზეც იშვიათად საუბრობენ

0
3500
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0