x
მეტი
  • 07.07.2022
  • სტატია:120615
  • ვიდეო:354550
  • სურათი:492660
რა განსხვავებაა რუსსა და უკრაინელ ქალებს შორის

image


რუსი და უკრაინელი ხალხების მჭიდრო ურთიერთობა არ გამორიცხავს მნიშვნელოვან განსხვავებებს ეთნოლოგიურ ფსიქოლოგიაში. განსაკუთრებით თვალშისაცემია ამ ორი ქვეყნის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის არსებული განსხვავებები. უკრაინელები და რუსები ერთმანეთისგან როგორც სილამაზის ტიპით, ასევე მთელი რიგი ფსიქოლოგიური თვისებებითაც განსხვავდებიან. ამ პარამეტრების ერთობლიობა ხშირად განსაზღვრავს - "ერის სახეს, ხასიათს".




განსხვავებები გარეგნობაში



გარეგნობის დამახასიათებელი ნიშნები გენეტიკურ შერევას ემყარება, რაც შორეულ წარსულში მეზობლად მცხოვრებ სხვა ხალხებთან შერწყმის შედეგად წარმოიშვა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა გააჩნია: ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას, სახელმწიფოს ისტორიულ ექსპანსიას, მიწების ანექსიას.


image


რუსი ქალების სილამაზე მიეკუთვნება გარეგნობის ფინო-ბალტიურ ტიპს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ხალხებში. მათ ახასიათებთ: ღია ფერის თმა, ნაცრისფერი, ლურჯი ან მწვანე თვალის ფერი, თხელი ნაკვთები და ღია კანი.


image


უკრაინელი ქალები კი უფრო სამხრეთული ტიპის გარეგნობისკენ არიან მიდრეკილნი, რომელიც მკვეთრი კონტრასტებითა და უფრო გამოხატული სახის ნაკვთებით ხასიათდება. თმის მუქი ფერი როგორც წესი, შერწყმულია ყავისფერ, შავ ან მწვანე თვალების ფერთან. ექსპრესიული წარბები კი მკვეთრად გამოირჩევა სახის ღია კანის ფონზე. სილამაზის თითოეული ტიპი თავისებურად მიმზიდველია. არ არსებობს ცალსახა აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რომელი უფრო ლამაზია.





განსხვავებები ხასიათში


არანაკლებ თვალშისაცემია განსხვავებები რუსი და უკრაინელი ქალების ხასიათშიც. მორჩილი და მომთმენი რუსი ქალები უფრო თავშეკავებულნი არიან ემოციების გამოვლენაში. ისინი ქმრებს ბევრს პატიობენ, მიდრეკილნი არიან თავგანწირვისაკენ, რუსი ქალის ხასიათმა შეინარჩუნა "დომოსტროის" ნორმები, რომლებიც მასში საუკუნეების განმავლობაში იქნა ფესვგამდგარი. მისთვის ბუნებრივია ოჯახში უკანა პლანზე დარჩენა, ქმრის ყველანაირი წამოწყების წახალისება ან მის ყველა ნაკლოვანებასთან შეგუება.


image


თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ქალები ფიცხი, ჯიუტი ხასიათით გამოირჩევიან. ექსპერტები ამ მახასიათებლებს დედა - ქალღმერთის კულტს უკავშირებენ, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში უკრაინელი, რუმინელი, ბულგარელი, პოლონელი და უნგრელი ხალხი მიჰყვებოდა. უკრაინელი ქალები მამაკაცების მიმართ უფრო მომთხოვნები არიან და როგორც წესი, მათ შეცდომებს არ პატიობენ. ისინი მზად არიან საკუთარი სიმართლე ყველაზე მწვავე კამათშიც კი სამაგალითოდ დაიცვან.




განქორწინების სტატისტიკა


რუსებისა და უკრაინელების ეთნოფსიქოლოგიაში განსხვავებები განქორწინების სტატისტიკითაც დასტურდება. ასე რომ თუ რუსეთში 2012 წელს განქორწინების წილი 53% -ი იყო, უკრაინაში მან - 61%-ი შეადგინა, რაც 8%-ით მეტია. განქორწინების საერთო მაღალი მაჩვენებლით, უკრაინული ოჯახები უფრო ხშირად ინგრევა. სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია და ის პროცენტულად ასე გამოიყურება: კანადა - 48%, აშშ - 46%, დიდი ბრიტანეთი - 42%, საფრანგეთი - 38% და იაპონია მხოლოდ -27%-ი. რუსეთსა და უკრაინაში ოჯახების დანგრევა მეუღლეების სიმთვრალითა და ფინანსური პრობლემებით არის განპირობებული.


image


არანაკლებ მნიშვნელოვანია მეუღლეთა სექსუალური შეუთავსებლობაც, რაც როგორც წესი, ხშირად ღალატით მთავრდება. რუსების შემთხვევაში, ქმრები ბევრად უფრო ხშირად გარბიან "მარცხნივ". მოღალატე მეუღლეების საერთო რაოდენობა - 75% -ს შეადგენს, აი, რაც შეეხება უკრაინულ ოჯახებს აქ განსხვავებული ვითარებაა. მრუშობაში მხილებული ცოლებისა და ქმრების პროპორციები დაახლოებით ერთნაირია-58%/42%-ზე.სტატისტიკა შესანიშნავად ასახავს თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ქალების ტემპერამენტსა და მათ მატრიარქალურ შეხედულებებს ოჯახურ თანაცხოვრებაზე.




0
1262
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1262