x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
უჩვეულო ნივთები, რომლის დანიშნულებას ვერავინ მიხვდა, მაგრამ ინტერნეტში ყველაფერს ფარდა აეხადა

image
ამ სამყაროში მრავალი ისეთი მოვლენა და ნივთი არსებობს, რომელთა დანიშნულებაც ყველას ვერ ეცოდინება. საბედნიეროდ ინტერნეტ-სივრცეში შესაძლებელია ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც სიამოვნებით აგიხსნიან ყველაფერს:

1. “ბანკომატის ბარათის მიმღებში ასეთი რაღაც იყო, პლასტმასის/რკინის მოწყობილობა, რა არის?"image

პასუხი: ეგ ე. წ. “ლიბანური მარყუჟია", საბანკო აპარატებზე თაღლითობისთვის განკუთვნილი. ამ ტიპის თაღლითობას ასევე უწოდებენ “თრაფინგსაც". ლიბაანური კი იმიტომ ეწოდა, რომ მას ხშირად იყენებდნენ ლიბანელი კრიმინალები. ლიბანურ მარყუჟს ყველაზე ხშირად ამზადებენ ჩვეულებრივი ფოტოფირისგან. ის ისეა მოწყობილი, რომ ბარათის ბანკომატში შედების შემდეგ, მფლობელს უკან ვეღარ გამოაქვს. როდესაც ბარათის პატრონი ბანკში მიდის გასარკვევად, თაღლითი მაშინვე ბანკომატისგენ მირბის, ბარათს იღებს და გარბის.image

2. “ეს რა გიგანტური კოშკია? აქვს ფანჯრები და კიბეებზე განიერი არ იქნება. ის დაკავშირებულია პატარა სახლთან, რომელზეც აწერია "სახანძრო სადგური". პატარა ქალაქი კვებეკში, კანადა."image
პასუხი: ასეთი კოშკები ადრე გამოიყენებოდა შეერთებულ შტატებსა და კანადაში სახანძრო მილების გასაშრობად მათი გამოყენების ვადის გახანგრძლივების მიზნით.


3. “ეს მინისმაგვარი ნიჟარა ჩდრილოეთ კაროლინას სანაპიროზე ვნახე, იცით რა არის?''image
პასუხი: ზღვის ბინადარის, Cownose ray-ს კბილებიაimageimage

4. “ეს რა არის? ეს არის მოღუნული მონეტა რაღაც შედუღებული ნაწილით. 1786 წლის მონეტაა"image
პასუხი: ხელნაკეთი ჯიბის საფერფლეა

5. “ეს ობიექტი კიდია ჩვენი საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახის ჭერზე. თეთრი გლუვი კონუსი ყოველგვარი რიცხვებისა და წარწერების გარეშე. ვინმემ იცის ეს რისთვის არის? ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია Wi-Fi-თან ან სიგნალის სიძლიერესთან"image
პასუხი: ტელეფონის სიგნალის გამაძლიერებელიაimage

6. “ეს რა პატარა თეთრი ბურთებია ფანჯრის კუთხეებში რომ ჩნდება?"image
პასუხი: თქვენი კედლის ღრუები ივსება პოლისტიროლის ბურთულებით. დიდი ალბათობით, სადღაც გაქვთ პატარა ხვრელი, რომლითაც ჰაერი შემოდის და ამ ბურთებს ყრის.image

7. “დრეკადი რეზინის ნაჭერი ბაღის შლანგის ადაპტერით ერთ მხარეს"image
პასუხი: გაჭედილი მილების საწმენდიაimage

8. “ნაპოვნია მექსიკის შტატ მიჩოაკანში, ჩაპალას ტბის მახლობლად"image
პასუხი: ეგ მამონტის სიბრძნის კბილიაimage

9. “მწვანე ჯაგრისები კაშხლის გვერდებზე, რისთვისაა?"image
პასუხი: ეს არის გველთევზებისთვის. ცხადია, ამ სახეობებს უჭირთ დინების ზემოთ გადაადგილება, როცა წყალი გარკვეულ სიჩქარეზე მაღლა მოძრაობს. ჯაგარი ანელებს წყლის მოძრაობას, რათა უზრუნველყოს ადგილობრივი გველთევზებისა სათანადო მიგრაცია.

11. “ეს რა წამონაზარდია ჩემს ნაკვეთში?"image
პასუხი: სოკოვანი დაავადებაა. ყველაფერი იწყება პატარა ბურთულებით, რომლებიც გაზაფხულის წვიმების დროს საცეცებად იქცევა. ეს ალბათ არ მოკლავს მცენარეს, მაგრამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ახლომდებარე ხეები, როგორიცაა ვაშლის ხეები. ამის მოშორების ერთადერთი გზა ტოტების მოჭრა და შემდეგ დაწვაა. არ დაგავიწყდეთ თქვენი ხელსაწყოების შემდგომი გაწმენდა.












0
639
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
639
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0