x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
"არც თავმოყვარეობა აქვს და არც ქართველებს გცემთ პატივს" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ერთ - ერთ ლიდერს "უთავმოყვარეოს" უწოდებს:


"აი ქართველების და საკუთარი თავის ინტელექტუალური შეურაცხყოფის კიდევ ერთი კაშკაშა მაგალითი.


პეტრე ფიქრობს რომ ქართველი ერი არის ბიდლო, რომელიც დაიჯერებს, რომ


სააკაშვილმა მის პატომრობაზე განცხადება ვერ გააკეთებინა დასავლეთს, მაგრამ აი უკრაინის ცას დააკეტინებს.


ხვდებით რამხელა თვითშეურაცხყოფაა? ხომ შეუძლებელია ღირსეულმა ადამიანმა გონიერ ქართველებს ასეთი ინტელექტუალირი შეურაცყოფა მოგაყენოთ, ოდნავ მაინც რომ გცემდეთ პატივს?

დიახ, არც თავმოყვარეობა აქვს და არც ქართველებს გცემთ პატივს.


p.s. "სამშობლოს რომ თავი შეწირა" და


ახლა რომ ამბობს ოღონდ გამიშვით და ხმას არ ამოვიღებო, ეგ ცხადია არ უქმნით უხერხულობას, ასეთ გმირებზე კითხულობდნენ წიგნებს." - წერს "ტაბულას" დამფუძნებლი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


image


შეგახსენებთ, რომ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლზეც და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში რომ გაეშვა, შესაძლოა, დღეს უკრაინას "დახურული ცა" ჰქონოდა.


"ქართულ ოცნებას" შეეძლო, რომ მიხეილ სააკაშვილი გაეშვა ბრძოლის ველზე, სადაც მართლა გამოადგებოდა უკრაინას, მისი კავშირები, სატელევიზიო ჩართვები, ისეთ ზეგავლენას მოახდენდა მსოფლიო პროცესებზე, რომ დღეს შეიძლება მართლა ჰქონოდა უკრაინას "დახურული ცა", მაგრამ არ უშვებენ", - განაცხადა "ენმ"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა.



0
956
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
956