x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"ცოცხალი ანეკდოტი ფრონტის ხაზიდან" - ირაკლი ოქრუაშვილი

image

პოლიტიკოსი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი რომელიც უკრაინაში მოხალისედ იბრძვის, სახალისო ისტორიას აქვეყნებს სოციალურ ქსელში:



"ცოცხალი ანეგდოტი ფრონტის ხაზიდან. სანგარში ვზივართ და Wall Street Journal-ის ჟურნალისტი მირეკავს ერთი საათის წინ, ინტერვიუს ჩაწერა მინდა, საერთაშორისო ლეგიონზე მასალას ვაკეთებო. იწყებს კითხვების დასმას და მაგარი დაბომბვა დაიწყეს რუსებმა. "შენი ხმა ცუდად მესმის, რაღაც ხმაურია და იქნებ გააჩუმო ან თუ ტელევიზორია ხმას ჩაუწიოო" - მითხრა. არტილერიის ჩვენ ლეგენდას - მიშა ქამხაძეს ინსტიქტურად გავძახე - მიშა ინტერვიუს ვაძლევ და რუსები იქნებ გააჩუმო მეთქი. ამ დედა@@@ების გაჩუმებას მთელი მსოფლიო ცდილობს და მაინც ხმაურობენ და მე მარტომ როგორ გავაჩუმოო - მიშას პასუხი დავუბრუნე ჟურნალისტს და იმის სიცილი უფრო ხმამაღალი იყო ვიდრე 120-იანი ნაღმების ხმა."-წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
1
543
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
543
  
2022, 20 მარტი, 22:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1