x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ილონ მასკი უკვე მეშვიდედ გახდა მამა- მილიარდერს და მის ყოფილ შეყვარებულს გრაიმსს მეორე შვილი სუროგატმა ქალმა გაუჩინა

SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი და მომღერალი გრაიმსი უკვე მეორედ გახდნენ მშობლები. სიახლე პორტალმა Just Jared-მა გაავრცელა. ბევრისთვის ეს მოულოდნელი იყო, რადგან ილონი და გრაიმსი გასულ სექტემბერში დაშორდნენ ერთმანეთს.image
მომღერალმა Vanity Fair-თან ახალი ინტერვიუს დროს ახსენა, რომ გოგონა შეეძინათ და მას Exa Dark Siderel Mask ჰქვია და რომ ის სუროგატი დედის მეშვეობით დაიბადა. წყვილს უკვე ჰყავს საერთო ვაჟი სახელად- X Æ A-Xii. 50 წლის მასკისთვის გოგონა უკვე მეშვიდე შვილია, მას კიდევ ხუთი ვაჟი ჰყავს პირველი მეუღლისგან, რომელიც კანადელი მწერალი ჯასტინ მასკია.image
33 წლის გრაიმსმა თავიანთი ურთიერთობის სტატუსზეც ისაუბრა:

“ამისთვის სწორი სიტყვა არ არსებობს. მას ალბათ ჩემს შეყვარებულს დავარქმევდი, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი ძალიან მოძრავია. ჩვენ ცალკე სახლებში ვცხოვრობთ. საუკეთესო მეგობრები ვართ. მუდმივად ვხვდებით ერთმანეთს... ჩვენ უბრალოდ ჩვენი საქმე გვაქვს და არ ველოდები, რომ სხვები გაიგებენ ამას."

0
399
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0