x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
რისი თქმა შეუძლიათ წარბებს თქვენზე?
არსებობს მრავალი ფსიქოლოგიური ტესტი ადამიანის გარეგნობაზე- სახის ნაკვთები, ჩვევები, ტანსაცმლის სტილი, ჯდომის ფორმა და ა, შ. - ამ ყველაფერს ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენზე და თქვენს ცხოვრებისეულ გეგმებზე. წარბებიც არ არის გამონაკლისი და იმას, თუ როგორი ფორმის წარბები გაქვთ, ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენზე.



image



რისი თქმა შეუძლიათ წარბებს თქვენზე?



1. ნახევარმთვარე - ასე ფორმის წარბების მქონე ადამიანები ალტრუისტები არიან.


image


(ალტრუიზმი არის ზნეობრივი პრინციპი, რომელიც ნიშნავს სხვა ადამიანებისადმი უანგარო სამსახურს, პირადი ინტერესების ნაცვლად, სხვისი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას.) თუ ასეთი წარბები გაქვთ, ნიშნავს, რომ გყავთ ბევრი მეგობარი, რომლებიც თქვენს დახმარებას საჭიროებენ.






2. სწორი - სწორი წარბების მქონე გოგონები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გულით კი არა, თავით ხელმძღვანელობენ.

image


ალბათ ძალიან მოწესრიგებული ხართ: ყველაფერში გიყვართ წესრიგი და ლოგიკა, ცდილობთ ყველაფერი განჭვრიტოთ და თავიდან აიცილოთ დაუგეგმავი სიტუაციები. თქვენ არ ხართ იმპულსური, იცით როგორ აკონტროლოთ საკუთარი თავი, რის გამოც ზოგიერთი ადამიანისთვის ეს საკმაოდ ცივად გამოიყურება.






3. მახვილი ბოლოები - თუ თქვენს წარბებს მახვილი ბოლოები აქვს, ეს მიანიშნებს, რომ გაქვთ რეაქტიული ბუნება.

image


იმპულსური და ემოციური ხართ, გადაწყვეტილებებს ელვისებური სისწრაფით იღებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის სწორად როდი: თქვენი დაუოკებელი ბუნების გამო, უბრალოდ არ გაქვთ დრო, რომ ამ ყველაფერზე კარგად იფიქროთ.






4. გრძელი წარბები - გრძელი წარბების მქონე ადამიანები ენერგიის ნამდვილი წყაროა.

image


თქვენ ალბათ გყავთ უამრავი მეგობარი და ნაცნობი, რომლებიც ცდილობენ გაგიზიარონ თავიანთი პრობლემები. და, რამდენადაც უცნაურია, თქვენ მზად ხართ ყველას მოუსმინოთ! თქვენი დადებითი ენერგია ყველასთვის საკმარისია.






5. მოკლე წარბები - გოგონების დევიზი, რომელთაც მოკლე წარბები აქვთ, არის - "სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე"!

image


თქვენ ვერ იტანთ ხალხს, რომელთაც ყველაფრის დრამატიზირება უყვართ. ჩხუბი და სკანდალი არაა თქვენი ელემენტი. შორს ხართ ჭორებისა და სხვების გმობისგან, რის გამოც ბევრს არამეგობრულად მიაჩნიხართ.






6. ატეხილი - მკვეთრად მოხრილი წარბების მფლობელები, როგორც წესი, პერფექციონისტები არიან.

image


თქვენ ყოველთვის ცდილობთ ყველაფერი იდეალურად გახადოთ: ეს ეხება სამუშაოს, ურთიერთობებს და საყოფაცხოვრებო წვრილმანებსაც კი. საკმაოდ თვითკრიტიკული ხართ, ამიტომ დიდ მოთხოვნებს უყენებთ სხვა ადამიანებს. იყავით ფრთხილად, რა თქმა უნდა, უნდა იბრძოლოთ სრულყოფილებისკენ, თუმცა ყველაფერი კარგი მხოლოდ ზომიერებაშია.






7. ფართო წარბები - ფართო ფორმის წარბები აქვთ გოგონებს, რომლებიც დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში.

image


ამავდროულად, საკმაოდ პირდაპირი ხართ და ხშირად ამბობთ ზუსტად იმას, რასაც ფიქრობთ. რა თქმა უნდა, ხალხს ეს ყოველთვის არ მოსწონს, მაგრამ ყველას უყვარხართ ამის მიუხედავად.






8. თხელი წარბები - თხელი წარბები, ძალიან თავდაჯერებული ადამიანის ნიშანია.

image


იმდენად ჯიუტი ხართ, რომ ხანდახან სხვებს აგრესიულიც კი ეჩვენებით. თუ რაიმეს მიღწევა გინდათ, მაშინ აუცილებლად მიაღწევთ მას ნებისმიერი საშუალებით.კარიერაში დევიზი „წინ სვლა“ ძალიან გეხმარებათ, მაგრამ ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაში ეცადეთ იყოთ ოდნავ რბილი.




0
74
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0