x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
იაპონიაში 300 წლის წინ დაჭერილ "ქალთევზას" იკვლევენ
image




იაპონელი მეცნიერები იკვლევენ მუმია-ქალთევზას ადამიანის სახით. როგორც გამოცემა The Sun -ი წერს, არსება 300 წელზე მეტი ხნისაა: ის დაიჭირეს წყნარ ოკეანეში იაპონიის კუნძულ შიკოკუსთან 1736-1741 წლებში.



30 სმ სიგრძის მუმიას აქვს ორი ხელი, თმა და წარბები. სრულიად ადამიანის მსგავს, თუმცა შემზარავ სახეზე წვეტიანი კბილები გამოარჩევს. ამავდროულად, ფეხების ნაცვლად, არსებას თევზის მსგავსი კუდი აქვს.

image


იაპონურ ფოლკლორში ქალთევზები ხშირად გვხვდება. ჰიროში კინოშიტამ ოკაიამას ფოლკლორული საზოგადოებიდან განაცხადა, რომ უცნაურ არსებას შეიძლება ჰქონოდა რელიგიური მნიშვნელობა.


„იაპონურ ფოლკლორში არსებობს ლეგენდა უკვდავების შესახებ. ამბობენ, თუ ქალთევზის ხორცს შეჭამ, არასოდეს მოკვდები. იაპონიის ბევრ რეგიონში არსებობს ლეგენდა, რომ ქალმა შემთხვევით შეჭამა ქალთევზას ხორცი და იცოცხლა 800 წელი“, - თქვა მან.

image

მუმიას თან ერთვის 1903 წლით დათარიღებული ისტორიული წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ქალთევზა მეთევზეებმა ბადეთი დაიჭირეს.



„მებადურებმა, რომლებმაც ის დაიჭირეს, არ იცოდნენ, რომ ის ქალთევზა იყო, წაიღეს ოსაკაში და გაყიდეს, როგორც უჩვეულო თევზი. ჩემმა წინაპრებმა იყიდეს და საოჯახო რელიქვიად აქციეს“, - წერს არტეფაქტის ყოფილი მფლობელი.

image

უცნობია როგორ და როდის მოხვდა მუმია ასაკუჩის ენჯუინის ტაძარში .

ტაძრის მღვდელმთავარმა კოზენ კუიდამ განაცხადა, რომ ის დაახლოებით 40 წლის წინ გამოფინეს მინის კარადაში ჩადებული და ამჟამად ინახება ცეცხლგამძლე სეიფში.


”ჩვენ თაყვანს ვცემთ მას, იმ იმედით, რომ ეს ხელს შეუწყობს ოდნავ მაინც კოროვირუსული პანდემიის შერბილებას"- განუცხადა მან იაპონურ გაზეთ Asahi Shimbun-ს.

თუმცა ჰიროში კინოშიტა უფრო პრაგმატულად უყურებს ამ არსებას.

იგი თვლის, რომ ის გაკეთდა ედოს (ტოკიოს ძველი სახელწოდება)ეპოქაში- იაპონიის ისტორიის მონაკვეთი, რომელიც მოიცავს 1603- 1867 წლებს.

”რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილი ქალთევზა, - თქვა მან- ვფიქრობ, ის გაკეთდა ევროპაში ექსპორტისთვის ედოს პერიოდში ან თავად იაპონელებისათვის. ქალთევზას ლეგენდა ცოცხლობს ევროპაში, ჩინეთში, იაპონიაში და მთელ მსოფლიოში. ასე რომ, წარმომიდგენია, რომ იმ დროს ხალხიც ძალიან დაინტერესებული იყო ამით. ”


”ვფიქრობ, რომ ის დამზადდა, რომელიმე ცოცხალი ცხოველებისგან და გვსურს მათი იდენტიფიცირება კომპიუტერული ტომოგრაფიით ან დნმ-ის ტესტირებით. ეს ჰგავს თევზს, რომელსაც ქვედა ნაწილზე ქერცლები, ხოლო ზედა ნაწილი პრიმატის აქვს, ტანით, ხელებით და სახით".


0
936
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
936
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0