საზოგადოება "ჰოდა, გავრასხოდდეთ ძმაო, აქ *** არავინ არ არის" - რას წერს გურამ შეროზია 2022, 10 მარტი, 15:47 ბლოგერი, მოგზაური და მარკეტერი გურამ შეროზია ქვეყანაში ე.წ. რუსი ლტოლვილების შემოდინების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მათ წინააღმდეგ ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმის ამოქმედების ინიციატივით გამოდის:"ჩემი აზრით ოკ, შემოვიდნენ, მაგრამ - უნდა დაწესდეს ვიზა: 300 დოლარამდე, 1 თვიანი, თანხა კი სრულად გადაირიცხოს უკრაინაში!ყოველი თვე, ჩვენს ლამაზ ჯორჯიაში ცხოვრების ქირა - ხელხლა უნდა იყოს გადასახდელი.3 თვეზე მეტით დარჩენის მსურველები, უნდა აბარებდნენ ქართული ენის ცოდნის ტესტს, საკომუნიკაციო ენად კი - იყენებდნენ მხოლოდ ქართულს, ან ინგლისურს.საქართველოში ბიზნესის წამომწყებებს ჰქონდეთ ვალდებულება - დასაქმებულთა 80% იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე.ამ პირობებით - მე თანახმა ვარ, მობრძანდნენ, მოგწონთ იდეა?შეგახსენებთ, ჩვენ მათ ქვეყანაში ვიზა გვჭირდება, თან საკმაოდ ძვირად და რთულად, ჰოდა გავრასხოდდეთ ძმაო, აქ *** არავინ არ არის (ნუ, გამონაკლისების გარდა)გადასარევად ვფლობ რუსულ ენას, ვკითხულობ ლიტერატურას ორიგინალში, ვსაუბრობ, ა.შ.მიუხედავად ამისა, ვდებ პირობას, რომ მომსახურების სფეროში, დაკვალიანების ამბებში, კითხვა-პასუხში, ა.შ. ნებისმიერ "სტუმართან", ჩემი საკომუნიკაციო ენა იქნება მხოლოდ საერთაშორისო ენები: ინგლისური და ესპანური. (მეგრულს, ქართულს და თურქულსაც არ დაგამადლით, რორამე)მეტიც არ მინდა, სადმე, რამე საპირისპიროს გადავაწყდე... " - წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.შეგახსნებეთ, რომ ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის 20, 000 - 25, 000 მოქალაქეა შემოსული.234 1-ს არ მოსწონს |