x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
"ესაა პატრიოტიზმი??? პამპერსები მოიმარაგეთ თქვე სულით ძონძებო!"- ვის მიმართავს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა მოსახლეობის ნაწილის მიერ მაღაზიებში დახლების პანიკურად დაცარიელების ფაქტებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ბურღულეულის ნაცვლად მათ პამპერსების შეძენას ურჩევს:


"ომის არ გვეშინიაო, არაოოოო…


აბა რა პონტში დააცარიელეთ ერთ წამში მაღაზიები?


ესაა პატრიოტიზმი???


აქ რომ ერთი ნაღმი აფეთქდეს, ამდენ “გმირს” რა ეშველება?


ბურღულეული კიარა, პამპერსები მოიმარაგეთ თქვე სულით ძონძებო!


ნუ ყიდულობთ ტომრებით პროდუქტს!


ნუ ქმნით დეფიციტს!


ესაა საბოტაჟი!!!!!" – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, ქუთაისელებს შაქრის ყიდვა უჭირთ – მაღაზიების დიდ ნაწილში აღნიშნული პროდუქტი დახლებზე უკვე აღარ არის.


ადგილობრივების ერთი ნაწილის თქმით, ქუთაისში შაქარი უკვე დეფიციტია, ხოლო მეორე ნაწილი აღნიშნავს რომ უკრაინიდან შაქრის ექსპორტის შეჩერების გამო მაღაზიების მეპატრონეები მას აღარ აჩენენ და რამდენიმე დღეში გაორმაგებულ ფასში გაყიდიან. მოსახლეობის მიერ მარკეტებში პროდუქტების ტომრებით შეძენის ფაქტები დედაქალაქშიც დაფიქსირდა.







0
960
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
960