სხვა პარაოლიმპიელმა მონაწილეობა თამამ ფოტოსესიაში მიიღო, რათა დაემტკიცებინა რომ სე@სუალობა - ხასიათის თვისებაა 2022, 9 მარტი, 20:51 24 წლის ბრენ ჰაკაბი პირველი პარაოლიმპიელი სპორტსმენია, რომელმაც მონაწილეობა "Sport Illustrated"-ის პიკანტურ ფოტოსესიაში მიიღო და ამერიკული გამოცემის გარეკანი არუბას ქვიშიან პლაჟზე გადაღებული ფოტოებით დაამშვენა.![]() 2010 წელს გოგონას ძვლის კიბოს - ოსტეოსარკომის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც ექიმები აიძულა გოგონასთვის მარჯვენა ფეხი მოეჭრათ. იმ დროს ბრენი საშუალო სკოლის მოსწავლე გახლდათ. გოგონას არსებულ რეალობასთან შეგუება მართალია საკმაოდ გაუჭირდა, თუმცა ის არ ნებდებოდა, აქტიური ცხოვრების წესისადმი განსაკუთრებული სიყვარული მას დღითიდღე, სულ უფრო და უფრო აძლიერებდა. ბრენის არჩევანი სნოუბორდზე შეჩერდა, რომლის წყალობითაც მან ფიონგჩანგში ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაც კი შეძლო.აღნიშნული სამოტივაციო ფოტოსესია მიზნად ისახავს დესტიგმატიზაციას და შეზუდული შესაძლებობების მქონე ქალბატონებისთვის იმის დემონსტრირებას რომ ინვალიდობა განაჩენი არ არის.![]() "ჩემთვის აღნიშნული ფოტოსესია მშვენიერი შანსია სხვების შთაგონებისთვის, ვინაიდან დიდ იშვიათობას წარმოადგენს ისეთი განსაკუთრებული თავისებურებების მქონე ქალი, რომელიც ჟურნალისთვის პოზირებს. მსურს იმ ფიზიკური თვისებების დესტიგმატიზაცია, რომელსაც ინვალიდობა ჰქვია. კარგი იქნება, თუ ჩემი მაგალითი ბევრ ქალს უხერხულობისგან თავის დაღწევაში დაეხმარება და თავს ძლიერად და სექსუალურად აგრძნობინებს. იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება ქალებს გააძლიერებს. ყველამ უნდა იგრძნოს თავი სექსუალურად, გახსოვდეთ როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი სხეული, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ თქვენ თვალისმომჭრელად გამოიყურებით. უბრალოდ, დამიჯერეთ, არანაირი მიზეზი არ გაქვთ, რომ საკუთარ სხეულში თავს ცუდად გრძნობდეთ, " - მიმართავს ქალებს ბრენი.![]() გოგონა ტრისტან კლეგზეა გათხოვილი. წყვილს ორი ქალიშვილი - ლაილი და სლოუნი ჰყავს.![]() "მართალი გითხრათ, თავიდან არც მეც ვცხოვრობდი მშვიდად ჩემს სხეულთან. თინეიჯერობისას საცურაო კოსტიუმზე ყოველთვის შორტებს ვიცვამდი. არასოდეს მომიხსნია პროთეზი, როცა გარშემო ხალხი იყო. მაშინ საზოგადოებრივი აზრის მეშინოდა, რადგან ჩემი თვითშეფასება დაბალი იყო, მაგრამ ჩემი ქალიშვილის დაბადებით მივხვდი, რომ ჩემი სხეული არ არის მხოლოდ ნივთი. გავაცნობიერე, რომ ჩემი სხეული არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც მეხმარება ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაში. სწორედ მაშინ დავიწყე ჩემი სხეულის სიყვარულიც", - აღნიშნავს პარაოლიმპიელი სპორტსმენი.![]() ![]() ![]() ![]() 1350 შეფასება არ არის |