x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციამ შეიძლება 48 საათში გაჟონოს

image

ჩერნობილში შესაძლოა 48 საათში გაჟონოს რადიაციამ. უკრაინა მოუწოდებს, რუსეთს დაუყონებლივ შეწყდეს ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ელექტროსადგურის შეკეთება მოხდეს.


ატომურმა კომპანია Энергоатом-მა გაავრცელა განცხადება, რომ შესაძლოა რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა მოხდეს, თუ ობიექტზე ელექტროენერგია არ აღდგება, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ბირთვული საწვავის ვენტილაცია.


როგორც ცნობილია, რუსულმა ჯარმა აიღო ჩერნობილის ქარხანა და შეჭრის პირველ დღეებიდანვე გათიშეს ელექტროენერგია. ახლა იქურობას რუსი სამხედროები აკონტროლებენ; მას შემდეგ ქარხანაში რემონტი არ განხორციელებულა. არა და, აუცილებელია ბირთვული საწვავის გაგრილება.


image


საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და რუსეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.


„სარეზერვო დიზელის გენერატორებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მხოლოდ 48 საათი ენერგიით უზრუნველყოფა შეუძლიათ, ამის შემდეგ, დახარჯული ბირთვული საწვავის საცავი გაგრილების სისტემები გაითიშება, რაც გარდაუვალს გახდის რადიაციის გაჟონვას“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ Twitter-ზე.


Энергоатом-ში განაცხადეს, ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია, რადგან ამ რეგიონში საომარი მოქმედებები მიმდინაროებს.


როგორც ცნობილია, ჩერნობილში 1986 წლის 26 აპრილს მოხდა მსოფლიოში უდიდესი ბირთვული კატასტროფა, ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. მეოთხე ბლოკის ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.


1
174
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
2022, 20 მარტი, 22:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1