x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
უკრაინის „დახურული ცა“ - კონფლიქტის დასასრული თუ ბირთვული აპოკალიფსის დასაწყისი!
ავიაცია - რუსეთის მთავარი კოზირი უკრაინასთან კონფლიქტში.

რუსეთი ცდილობს უკრაინასთან კონფლიქტში პრივილეგია ავიაციით მოიპოვოს, რითაც მარტივად განსაზღვრავს ომის ბედს და გამარჯვებაც გარდაუვალი იქნება, სარაკეტო შტურმის შემდეგ, ქალაქების ხალიჩასებრი დაბომბვა დაიწყება, რაც შენობებსა და ინფრასტრუქტურას სრულად გაანადგურებს.

მსგავსი ხერხით დაიბომბა დრეზდენი 1945 წელს. მას შემდეგ საბრძოლო ტექნიკა ბევრად განვითრდა, თუმცა ქალაქების ხალიჩასებრი დაბომბვა კვლავაც ეფექტურია.

ქალაქების დასაბომბად აგრესორი სავარაუდოდ ზებგერით თვითმფრინავს Tu-22-M გამოიყენებს, რომელსაც 45 ტონამდე ბომბის გადატანა შეუძლია.


რუსეთს შთამბეჭდავი არსენალი აქვს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი კასეტურ ბომბებს უჭირავს. ბოროდიანკასა და ხარკოვში დანგრეული სახლების კედლებზე დატოვებული კვალი სავარაუდოდ კასეტური ბომბების გამოყენებაზე მიუთითებს.

 მოცულობითი აფეთქების ჭურვი (БОВ - боеприпасы объемного взрыва) მომენტალურად ანადგურებს, როგორც შენობა ნაგებობებს, ასევე ტექნიკასა და ცოცხალ ძალას, დეტონაციას წინ უძღვის დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერების მყისიერი შესხურება, რაც მრავალჯერ ზრდის დარტყმის ტალღის სიძლიერეს.

რუსულ არსენალში მნიშვნელოვანი ადგილი თერმობარულ ჭურვებს იგივე „ვაკუუმურ ბომბს“ უჭირავს, რომელიც ფაქტობრივად, გაუმჯობესებული და კომპაქტური БОВ ჭურვია. დიდი თერმობარული ჭუვრი დამანგრეველი ძალით ბირთვულ იარაღს უტოლდება, თუმცა აფეთქების შემდეგ არ ტოვებენ რადიოაქტიურ ნარჩენებს. BBC-ის ცნობით, რუსეთი „ვაკუუმური ბომბების“ მობილიზებას უკრაინის საზღვართან ახდენს.

imageTu-22-M-ი აგდებს „ვაკუუმურ ბომბს

რა შეუძლია დაუპირისპიროს რუსეთის ავიაციას უკრაინამ?

ბევრი არაფერი, ამიტომაც თხოვს ვოლოდიმერ ზელენსკი ნატო-ს უკრაინის ცის ჩაკეტვას.

უკრაინისთვის „დახურული ცა“ ერთადერთი ხსნაა, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ომის მიმდინარეობა, ევროპაში უკვე ჩნდებიან ძალები, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტს.

რას მოიმოქმედებს დასავლეთი?

ადრე, როცა რუსეთმა საკუთარი ძალის უხეში დემონსტრირება მოახდინა (საქართველო, დონბასი, სირია) ნატო-მ ამჯობინა დამკვირებლის როლში დარჩენილიყო, არ ჩარეულიყო კონფლიქტში, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, არავინ იცის რა მოხდება სინამდვილეში, ნატო კვლავ შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს თუ აშკარად ჩაერთვება კონფლიქტში, მაშინ კი თავს იჩენს მეორე შეკითხვა, რას იზამს რუსეთი? დაესხმება თუ არა თავს ნატო-ს სარაკეტო თავდაცვის სისტემას, თუ მისი პოლიტიკა და ბირთვული იარაღით მანიპულირება უბრალოდ თვალის ასახვევი ბლეფია? რადგან უკრაინასთან კონფლიქტმა უკვე დაამსხვრია რუსული არმიის უძლეველობის მითი.

რა არის სინამდვილეშიდახურული ცა? 

„დახურული ცა“ ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც რამდენიმე დონისგან შედგება და ერთმანეთში აერთიანებს, როგორც საფრენი აპარატებისგან, ასევე ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვას, მისი ყველაზე ცნობილი ნაწილი გახლავთ კონტინენტური სარაკეტო თავდაცვის ფარი -Active Layered Theater Ballistic Missile Defence. 

სისტემის უხარვეზოდ მუშაობაში საკვანძო როლს თანამედროვე რადარებით აღჭურვილი გამანადგურებელ-ბომბდამშენები Lockheed Martin F-35-ბი ასრულებენ, რომლებიც მუდმივად მორიგეობენ მაღალ სიმაღლეზე.

რამდენიმე F-35-ს შეუძლია მთელი ნახევარსფეროს მონიტორინგი, რაკეტების გაშვების ადგილების მონიშვნა და მათი ფრენის შესაძლო ტრაექტორიების განსაზღვრა.

F-35-დან მიღებული მონაცემები ავტომატურად ეგზავნება სახმელეთო რადარებსა და საკონტროლო ცენტრებს, საიდანაც წარმართავენ ჩამჭრელ რაკეტებს, სისტემას შეუძლია გაანადგუროს ერთდრულად გაშვებული ნებისმიერი რაოდენობის სამიზნე. 

სისტემის ფასი, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, რამდენიმე ტრილიონი დოლარია, ერთი F-35-ი კი მილიარდზე მეტი ღირს.

imageLockheed Martin F-35

რატომ არ იყენებს ნატო სარაკეტო ფარს უკრაინაში?

ფარი მხოლოდ ნატო-ს ქვეყნებს აკონტროლებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პროექტი 2009 წელს აამოქმედა, რომლის წინააღმდეგი რუსეთი თავიდანვე იყო.

პუტინის რეაქცია ლოგიკურია: ნატო-ს თავდაცვითმა სისტემამ ევროპა მიუწვდომელი გახადა რუსული რაკეტებისთვის. რუსული წარმოების S-200 და S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემები F-35-ს წინააღმდეგობას ვერ უწევს, დასავლელი ექსპერტების აზრით, რუსეთი ნატო-ს უახლეს თვითმფრინავებს კიდევ 20 წელი ვერაფერს დაუპირისპირებს. ამიტომაც ფრთხილობს პუტინი, რადგან F-35-ს შეუძლია როგორც თავდაცვა, ასევე თავდასხმაც. 

ვითარება 2000-იან წლებში გამწვავდა. რუსეთის განცხადებით, ნატო-მ თავისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნით დაარღვია ევროპაში შეიარაღებული ძალების შესახებ დადებული ხელშეკრულება.

უკრაინის დასაცავად რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება ექსპერტების აზრით რუსეთთან აშკარა სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს, რასაც გარდაუვალი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვება. პუტინი შეეცდება გაანადგუროს ნატო-ს სარაკეტო თავდაცვის ბაზები პოლონეთში, რუმინეთსა და ჩეხეთში. ნატო-ც რა თქმა უნდა უპასუხებს. დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, რომლის ფინალი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - ცივილიზაციის დასასრული და ბირთვული აპოკალიფსის დასაწყისი. 

არსებობს თუ არა ალტერნატიული გზები? თუნდაც „რკინის გუმბათი“?  

„რკინის გუმბათი“ (Kipat barzel) - ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა გახლავთ, სისტემა კარგად მუშაობს, თუმცა მოკლე და საშუალო დისტანციის უმართავი რაკეტების გასანადგურებლადაა განკუთვნილი.

 გუმბათი მხოლოდ ნაწილობრივ შეძლებს უკრაინის დაცვას რუსული „ისკანდერებისგან“, თუმცა  საკუთარი „რკინის გუმბათის“ ასაშენებლად საჭიროა არა მხოლოდ ტექნოლოგია და საზენიტო კომპლექსები. თავდაცვით  სისტემას სჭირდება განლაგება, სპეციალისტების მომზადება, ტესტების ჩატარება, წვრთნები, ამის  დრო კი აღარ რჩება. 

ფაქტობრივად დასავლეთს ცის ჩაკეტვის გარეშეც შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს უკრაინას, გადასცეს ტაქტიკური საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი ან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Terminal High Altitude Area Defense (THAAD)-ი, რომელიც მობილური და მრავალმხრივია - შექმნილია რაკეტებისა და თვითმფრინავების განადგურებისთვის.

კომპლექსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკრაინის თავდაცვით სისტემას და გაჩნდება შესაძლებლობა მთელი კონფლიქტის მანძილზე ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ ავიაციას.image

„რკინის გუმბათი- ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა.



0
504
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით ჩომახიძე
დავით ჩომახიძე
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0