x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119230
  • ვიდეო:354065
  • სურათი:491732
ღვეზელი კურაგით
image


ინგრედიენტები:


ფქვილი – 350–400 გრ.
შაქარი – 100 გრ.
კვერცხი – 1 ცალი
არაჟანი – 100 გრ.
კარაქი – 100 გრ.
სოდა – 1 ჩ. კ.

ვანილინი – 0, 5 ჩ. კ.

მარილი – 1 მწიკვი

კარაქი – ფორმისთვის


გულსართი 1:
კურაგა – 200 გრ.
შაქარი – 100 გრ.

გულსართი 2:
ნიგოზი – 150 გრ.
შაქარი – 100 გრ.

გადასასმელად:
კვერცხის გული – 1 ცალი
რძე ან წყალი – 1–2 ჩ. კ.

ვანილინი – 0, 5 ჩ. კ.


და 22 სმ–ის დიამეტრის საცხობი ფორმა


მომზადება:


I. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ცომის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილინი და მარილი > არაჟანს შეურიეთ სოდა და კვერცხის მასას დაამატეთ > კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ კარაქი და შეათქვიფეთ ულუფებად ფქვილი > მოზილეთ რბილი ცომი.

II. გაყავით ცომი სამ ნაწილად, მოათავსეთ თასში და ზემოდან გადააკარით სამზარეულოს აპკი > ცომი დაასვენეთ 1 სთ–ით, ოთახის ტემპერატურაზე.
III. პირველი გულსართის მოსამზადებლად, კურაგას დაასხით წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე > როდესაც დარბილდება, წყალი გადაწურეთ და გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში > დაამატეთ შაქარი.
IV. მეორე გულსართისთვის, მანქანაში გაატარეთ ნიგოზი > დაამატეთ შაქარი > გულსართის 2-3 ს. კ. ცალკე გადადეთ, ღვეზელის გასაფორმებლად.
V. გააბრტყელეთ ცომის პირველი გუნდა 5-7 მმ-ის სისქეზე და მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში > ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ კაკლიანი გულსართი (კიდეებთან ცოტა ადგილი დატოვეთ) > გააბრტყელეთ ცომის მეორე გუნდა და დააფარეთ ზემოდან კაკლიან გულსართს > ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ კურაგიანი გულსართი > გააბრტყელეთ მესამე გუნდაც და დააფარეთ ზემოდან კურაგიან გულსართს > კიდეები დაუწებეთ სამივე ფენას.
VI. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, ვანილინი და რძე > გადაუსვით ზემოდან გამზადებულ ღვეზელს > მოაყარეთ გადანახული გულსართი და გაუკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი, მაგ., კბილების ჩხირით.

VII. გამოაცხვეთ 180 °C–ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.



image


imageimageimageimage




0
122
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0