x
image
მანანა თურმანიძე
მიმართვა გაერო-ს და საერთაშორისო საზოგადოებას
imageimage




მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას, გაეროს უშიშროების საბჭოს, გაეროს მშვიდობისმყოფელებს, სხვა დაინტერესებული მხარეებს,


დღეს ჩვენ ყველანი ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს გამოწვევა არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება. გაერო ამას ახორციელებს კონფლიქტების თავიდან აცილების პროგრამებზე მუშაობით, ეხმარება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მშვიდობის დამყარებაში, სამშვიდობოების განლაგებით და მშვიდობის შენარჩუნების და განმტკიცების პირობების შექმნით. ეს აქტივობები ხშირად ეფექტურად მუშაობს. გაეროს სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყო 1948 წელს და მას შემდეგ, გაეროს სამშვიდობო ძალებმა მონაწილეობა მიიღეს სულ 72 მისიაში მთელს მსოფლიოში, რომელთაგან 14 დღესაც გრძელდება.


ვაფასებ რა თქვენს წვლილს, ამ მძიმე დროში ჩვენი რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, აქვე მოგმართავთ თხოვნით, გახადოთ თქვენი მოქმედების არეალი უფრო აქტიური.



21-ე საუკუნეში, ცივილიზებული კაცობრიობის ეპოქაში, უაღრესად განვითარებული ტექნოლოგიებით, მიუღებელია ვაკვირდებოდეთ, როგორ ესხმიან თავს სუვერენულ ქვეყანას და ანადგურებენ მის მოსახლეობას, ეს სირცხვილია ჩვენი კაცობრიობის და ჩვენი თანამედროვე თაობებისთვის.


ჩვენ უკვე თითქმის 2 კვირაა ვაკვირდებით ტელევიზიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით, თუ როგორ ხდება სუვერენული ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბვის მსხვერპლი, ქალაქები და მათი ინფრასტრუქტურა ხანძარშია გახვეული და ეს არ არის ბლოკბასტერული ფილმი, ეს არის რეალური ცხოვრება. იბომბება საცხოვრებელი კორპუსები, არა მხოლოდ სამხედრო შენობები, დამპყრობლები მშვიდობიან მოქალაქეებს არ უშვებენ ომის სცენიდან, ისინი ბომბავენ საავადმყოფოებს და საბავშვო ბაღებს და ომის პირველივე დღეებიდან თვალნათელი იყო, რომ ეს უფრო ტერორისტულ თავდასხმას ჰგავდა, გენოციდს, რომელსაც თავად ინიციატორები ომსაც კი არ უწოდებენ, სამხედრო ოპერაციას ეძახიან, როგორი ცინიკური და დამცინავია ეს ყველაფერი! შედეგად უდანაშაულო ბავშვები იღუპებიან, ქალებს აუპატიურებენ და კლავენ, მოხუცებს ხოცავენ და ჩვენ, ყველანი, ამას უბრალოდ ვაკვირდებით და ამის შეჩერების ძალა არ შეგვწევს.


ყოველდღე გვესმის, რომ 1 მილიონზე მეტი ლტოლვილი გავიდა უკრაინიდან ევროპაში, მაგრამ დანარჩენ 48 მილიონ ადამიანს რა ელის, რომელთაგან, ჩემი ვარაუდით, დაახლოებით 30 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქეა - ქალები, ბავშვები და მოხუცები. არ შეიძლება ამ ადამიანების მწვანე დერეფნებით ომის სცენიდან გაყვანის უფლება მაინც მოვიპოვოთ, ნუთუ არ შეიძლება უფრო გაბედულად დავძლიოთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა?


სავარაუდოდ, გაერო-მ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ გახდნენ უფრო პროაქტიული პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირებასა და თავიდან აცილებაში და ქმედებაზე ორიენტირებულები, რათა მოხდეს ომების, ჰუმანური კატასტროფების პრევენცია და არასოდეს მიეცეთ აგრესორებს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების უფლება.


იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ბირთვულ ეპოქაში, ალბათ, ნამდვილად დადგა დრო, შევცვალოთ ჩვენი ხედვა და მიდგომები პრობლემის გადაჭრის კუთხით, როდესაც საქმე ეხება მსოფლიო მშვიდობას, რადგან ეს არის ჩვენი ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. რამდენად ეფექტურია გაეროს, ჰუმანიტარული სააგენტოების და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების, ყველა მნიშვნელოვანი მონაწილის პოლიტიკა ამ კუთხით?


ნებისმიერი საერთაშორისო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და მიზნები უნდა იყოს მშვიდობა და ხალხის კეთილდღეობა. ვიცი, რომ ეს ასეც არის ქაღალდზე დაწერილი თქვენი ორგანიზაციული მიზნებისა და დღის წესრიგის ჩარჩოებში, მაგრამ რამდენად ეფექტურად სრულდება ისინი, ნამდვილად შედეგებზეა ორიენტირებული? თუკი საჭიროება მოითხოვს, რომ შეცვალოთ თქვენი პოლიტიკა და პროცედურები, გახდეთ უფრო აქტიური, რათა თავიდან აიცილოთ ომები და უბედურებები ნებისმიერ ფასად, გთხოვთ, გააკეთოთ ეს, მაგრამ ღვთის გულისთვის, გააკეთეთ რამე, შეაჩერეთ ეს უბედურება!


ჩვენ ათწლეულების მანძილზე ბევრს ვმსჯელობდით, თუ როგორ აღმოგვეფხვრა სიღარიბე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, როგორ შეგვექმნა უფრო კეთილსაიმედო გარემო ოჯახის მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორ განგვეთავსებინა ისინი მინდობით აღმზრდელ ოჯახებში, რათა არ დარჩენილიყვნენ ოჯახის მზრუნველობის გარეშე და ა.შ. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებისა და ოჯახების სიცოცხლის გადარჩენაზე. რაზე მეტყველებს ეს, საითკენ მიდის თანამედროვე მსოფლიო, პროგრესისკენ თუ რეგრესისკენ?


ომები და შეიარაღებული კონფლიქტები სიღარიბის ძირითადი წყაროა და მათ მიერ გამოწვეული საგანგებო სიტუაციები, სიღარიბეზე უფრო მძიმეც არის. ეს არის ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ცხოვრების ხარისხის დაქვეითება, ტკივილი, ჭრილობები, წამება, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. დღეს ეს არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი - ომებისა და უბედურებების თავიდან აცილება, მათი შეჩერება, სამუდამოდ აღმოფხვრა სათანადო პოლიტიკითა და პროცედურებით.


ჩემი გულწრფელი თხოვნაა, ეს კატასტროფა ახლავე შეჩერდეს, როგორმე. ეს არის ჩვენი უშუალო მოვალეობა, 21-ე საუკუნის კაცობრიობის მოვალეობა, აღმოიფხვრას ომები, შეიარაღებული კონფლიქტები და უბედურებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს სიღარიბეს და სხვა კატასტროფებს, ამ წუთას კი სისხლისღვრას და სიკვდილს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი ვართ ამ გენოციდის და ომის დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილეები.


image


Appeal to International Community, UN Security Council, UN Peacekeepers, other Stakeholders,


Today we are all facing the biggest challenge of our time. The challenge is to maintain international peace and security. The UN accomplishes this by working to prevent conflict, helping parties in conflict make peace, deploying peacekeepers, and creating the conditions to allow peace to hold and flourish.


We know that the United Nations Peacekeeping efforts began in 1948 and since then, United Nations peacekeepers have taken part in a total of 72 missions around the globe, 14 of which still continue today.


I appreciate your contribution and in these hard times for our region and for the whole world, hereby appeal with a request to make your course of action more proactive.


In the 21st century, in the age of civilized humanity, with highly advanced technologies, it is not acceptable to observe how the sovereign country is attacked and its population liquidated, it is a shame for our mankind, for our contemporary generations. We had been watching on TV and through other sources of communication, for almost 2 weeks already, how peaceful population of a sovereign country, are victims of the bombed attacks, the cities and their infrastructure are in fire and this is not a blockbuster movie, this is real life.


Residential buildings are bombed, not only some military premises, the invaders are not letting peaceful civilians leave the war scene, they are bombing hospitals and kindergartens, and this was obvious from the very first days of the war that this looked like more of a terrorist attack, a genocide, which they themselves do not call even a war, they call it a military operation, how cynical and cunning! As a result innocent children die, women are raped and killed, elderly people are murdered, and we are all just observing, having no power to stop it.


Every day we hear that over 1 million refugees fled across the Europe from Ukraine, but what about the rest of 48 million people, out of which I assume about 30 million are peaceful civilians - women, children and elderly people. Is it not possible to at least let them leave the war scene through green corridors, can’t we be bolder to overcome this humanitarian catastrophe?


Presumably, the UN and the overall international community need to contemplate on how to become more proactive in identifying and preventing potential problems and be action driven, to avoid wars, human catastrophes and never let the aggressors exterminate peaceful civilians.


Given that we live in a nuclear era, perhaps it's really high time to change our vision and approaches to problem solving when it comes to the world peace, as it is the top priority for our civilization. How effective are the policies the UN, humanitarian agencies and overall international community, all the role players are pursuing? The core principals and goals of any international policy should be peace and wellbeing of people. I'm more than sure it is written on paper in the scopes of all your organizational goals and agendas, but how effectively are they accomplished, are they results oriented indeed? If you need to change your policies and procedures, to become more proactive to avoid wars and calamities at all costs, please do it, but for the God's sake, do something, to stop this disaster!


We had been contemplating for the decades how to eradicate poverty in various parts of the world, how to create more accommodating environment for children who lack care and other vulnerable groups, how to place them in foster care families, in order not to leave them without family care. Today we are talking about saving the lives of the children and families. What does this indicate, where the modern world is heading, towards progress or regression?


The war is the root source of poverty and the emergency disaster it causes, it is even more severe than the poverty, it is the loss of human lives, the downfallen quality of life, pain, wounds, torture, both psychological and physical. This is an utmost priority - to prevent wars and calamities, to stop, forever eradicate them by the proper policies and procedures.


My heartfelt request is to stop this disaster now. This is our immediate duty, the duty of the humanity of the 21st century, to eradicate wars, armed conflicts and calamities, which in the long term cause poverty and other disasters, but at the moment, bloodshed and death. Otherwise, we are all accomplices of this genocide and war criminal actions.


0
52
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0