x
image
ალექსანდრე ლექსო
კანადაში მწვანე ფერის ლეკვი დაიბადა

კანადაში, პროვინცია ნოვა შოტლანდიაში, სოფელ მიდლ-საკვილში ძაღლმა ჩვეულებრივ ლეკვებთან ერთად ერთი უიშვიათესი მწვანე ფერის ლეკვი გააჩინა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო UPI იუწყება.



მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ახალციხის მახლობლად ერთ-ერთ ქართულ სოფელში მწვანე ლეკვი დაიბადა. ახალი წლის ღამეს დაბადებულ ლეკვს გრინჩი შეარქვეს.

image

ტრევორმა და ოდრა მოშერებმა იფიქრეს, რომ სამი წლის ბულდოგმა ფრეიამ შვიდი ლეკვის გაჩენის შემდეგ მშობიარობა დაასრულა, მაგრამ ძაღლმა კვლავ დაიწყო მშობიარობა. თავიდან წყვილს ეშინოდა, რომ ლეკვი მკვდარი დაიბადებოდა, მაგრამ მან მოძრაობა დაიწყო. მერვე დედალი აღმოჩნდა.


დავიწყეთ მისი გაშრობა და შევნიშნეთ, რომ მწვანე იყო. ჩვენ გვეგონა, რომ ლეკვს რაღაც ჭირდა. როდესაც ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან იშვიათი ფენომენია, რომელიც მხოლოდ რამდენჯერმე მომხდარა მთელს მსოფლიოში.


ითვლება, რომ ეს მაშინ ხდება, როდესაც ღია ფერის ლეკვები საშვილოსნოში ყოფნისას კონტაქტში შედიან მწვანე ნაღვლის პიგმენტებთან. „გაოცებული დავრჩი. ვინაიდან ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა, მე ძალიან გამიმართლა ”- თქვა მოშერმა.


დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლეკვის მწვანე ფერმა გაუფერულება დაიწყო. ექსპერტების აზრით, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პიგმენტი მთლიანად არ გაქრება.

ლეკვისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ. ახალციხის მახლობლად სოფელში დაბადებულ მწვანე ლეკვს კი გრინჩი დაარქვეს.


0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0