x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
„მტაცებელი ცხოველის მსგავსად“ - რა იწინასწარმეტყველეს ტიბეტელმა ბერებმა რუსეთზე 2022 წლისთვის

image


2022 წელს ხალხს სიფხიზლე და თვითკონტროლი მართებს.


ბუდისტური ახალი წლის დადგომასთან ერთად, ტიბეტელი ბერები პროგნოზებს აკეთებენ მთელი შემდგომი პერიოდისთვის. ლამას წინასწარმეტყველებები არაერთხელ ახდა. ბუდისტები ყოველწლიურად ატარებენ 12 ცხოველიდან ერთ-ერთის სიმბოლოს. ახლაც ბერებიც მომავალისკენ იყურებიან. ლამა ბუდა ბადმაევმა თქვა, რას უნდა ელოდონ რუსები ლურჯი წყლის ვეფხვისგან ლითონის ხარის წლის შემდეგ.


„ეს წელი ასევე რთული იქნება, როგორც თავად მტაცებელი ცხოველი, ცვალებადი, ორაზროვანი. ეს ცხოველი, როგორც ვიცით, გარეგნულად მშვიდია, მაგრამ ყოველთვის მზადაა თავდასხმისთვის.“ – ამბობს ბადმაევი.



ლამა რუსებს სიმშვიდის შენარჩუნება და წვრილმანებზე ყურადღების მიქცევა ურჩია. ბერი დარწმუნებულია, რომ წელს ხალხმა დროულად უნდა მოახდინოს რეაგირება გარშემო მოვლენებზე, განურჩევლად მათი მასშტაბისა.


აღნიშნულია, რომ ბადმაევის გასული წლის პროგნოზები სიმართლესთან ახლოს აღმოჩნდა. მან იწინასწარმეტყველა, რომ 2021 წელს მსოფლიო წესრიგი შეიცვლება და დადგებოდა ახალი რეალობა. მოგვიანებით ლამამ განმარტა, რომ საუბარი იყო პანდემიაზე, საზღვრების ჩაკეტვაზე და ცხოვრების ყველა სფეროში დიდ ცვლილებებზე.


ის დარწმუნებულია, რომ სირთულეების მიუხედავად, კაცობრიობა ეჩვევა ცხოვრების ახალ პირობებს და იწყებს იმის დაფასებას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდნენ.


ბადმაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუდიზმი ასტროლოგიაში მრავალი ცნების საფუძველი იყო. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ბერებმა შეიმუშავეს თითოეული ადამიანის მომავლის წინასწარმეტყველების რთული სისტემა მისი დაბადების თარიღისა და ნიშნის მიხედვით.

0
1587
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0