x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 ისტორიული ფაქტი, რომელზეც იშვიათად საუბრობენ

არის ფაქტები, რომელზეც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, იშვიათად საუბრობენ. იქნებ იმიტომ, რომ ეს მოვლენები ისტორიის გაკვეთილებზე არ განიხილება, ან იქნებ იმიტომ, რომ ზოგიერთებისთვის ეს უსიამოვნო გასახსენებელია? თუმცა, მიუხედავად ამისა, იმასაც ვერ ვუარყოფთ, რომ მსგავს მოვლენებს, ჩვენს წარსულში ნამდვილად ჰქონდა ადგილი...


1. უკანასკნელი 200 წლის მანძილზე, ამერიკამ 100–ზე მეტ ომში მიიღო მონაწილეობა.image


2. «საგანგებო უფლებამოსილება», რომელიც ამერიკის კონგრესმა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გასცა, დღემდე გრძელდება.image


3. კონგოს მეორე ომი (1998–2003 წწ.) — ყველაზე სისხლისმღვრელი სამხედრო კონფლიქტი იყო, II მსოფლიო ომის შემდეგ. მასში 5 მლნ–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ადამიანების უმრავლესობამ ამ ომის შესახებ არაფერი იცის, მიუხედავად იმისა, რომ ის, მხოლოდ 20 წლის წინ დასრულდა.image


4. ნიურნბერგის პროცესის დროს, ნაცისტური საზღვაო ფლოტის უფროსს და ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ, სახელმწიფო მეთაურს კარლ დენიცს ბრალად სამხედრო დანაშაულებები ედებოდა, რომელიც წყალქვეშა ომის შეუზღუდავ წარმოებასთან და შეუიარაღებელი მშვიდობიანი გემების განადგურებასთან იყო დაკავშირებული.

თუმცა, ბრალდებულმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ თითქმის ყველა გემი, რომელზეც მისი ბრძანებით შეტევა განახორციელეს, ნავსაწინააღმდეგო იარაღით იყო აღჭურვილი. ამის გამო, მას ბრალდებების ნაწილი მოუხსნეს და 10 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, ციხიდან გამოვიდა.image


5. შუა საუკუნეებში, ექიმების და აფთიაქარების რეკომენდაციით, ევროპელი ვაჭრები და დიდგვაროვნები დაფქული მუმის ფხვნილს მიირთმევდნენ... სწორედ ამიტომ, დღეს ეგვიპტური მუმიები იშვიათობას წარმოადგენს.

ახლო აღმოსავლეთიდან ტონობით მუმუა იგზავნებოდა ევროპაში. არაბ და ებრაელ ვაჭრებს არ ესმოდათ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ საზიზღრობის ჭამა? მაგრამ, ფულის შოვნაზე უარს არ ამბობდნენ... ევროპელი მოგზაურები წერდნენ, რომ ეგვიპტელები მუმიების მოძიება-შეგროვებაში, დღეს და ღამეს აწორებდნენ. ხოლო შემდეგ, «ნადავლი» კაიროში მიჰქონდათ, სადაც მოვაჭრეებს აბარებდნენ.

image


6. «ნუგეშის მცემელი ქალები» – ასე ეძახდნენ ქალბატონებს, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონელები აზიის დაპყრობილი ქვეყნებიდან იტაცებდნენ და იაპონელ ჯარისკაცებთან სექს–მუშაკებად ამუშავებდნენ.image


7. მარკუს კრასუსმა (ძვ. წ. აღრ. 115 – 53 წწ. ძვ. წ. აღრ. 60 წელს შექმნილი ტრიუმვირატორის ერთ–ერთი წევრი) რამდენიმე წაგებული ბრძოლის შემდეგ, ჯარში სიკვდილით დასჯა შემოიღო. მან თავის ლეგიონში, სხვებისთვის «საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად», ყოველი მეათე ჯარისკაცი მოკლის ბრძანება გასცა... და ამან გაამართლა.image


8. ჯორჯ კენედის კეფაში შემავალი ტყვიის ხვრელი, უფრო პატარა იყო, ვიდრე ტყვიის კალიბრი, რომელიც, როგორც ითვლება, ლი ჰარვი ოსვალდმა გაისროლა პრეზიდენტზე თავდასხმის დროს.image


9. ვატერლოოს ბრძოლის დროს, დაღუპული მეომრების კბილები ფასეულ «ნადავლად» ითვლებოდა – 200 წლის წინ, მიცვალებულების კბილის, პროტეზების დასამზადებლად, ხშირად იყენებდნენ.image


10. შუა საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც ევროპელებმა ოკეანეების უკიდეგანო სივრცეები აითვისეს, მეკობრეობაც უფრო შემოსავლიანი და მოთხოვნადი პროფესია გახდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საზღვაო რეკეტში სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველებიც იყვნენ ჩართულები. 1288–1856 წწ. მეკობრეობის მსურველებზე, ხელისუფლება სპეციალურ ლიცენზიებს, ე. წ. კაპერებს გასცემდა, რომლის მფლობელს, ღია ზღვაში, ნებისმიერი გემის დაყაჩაღება შეეძლო, იმ პირობით, რომ ნაძარცვის ნაწილს მეფის ხაზინას ჩააბარებდა. კანონი, კაპერების შესახებ, 1288 წელს არაგონის მეფემ ალფონსო III შემოიღო. მოგვიანებით, ასეთ ლიცენზიებს ევროპის და ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში გასცემდნენ, სადაც საზღვაო ნავიგაცია იყო განვითარებული.


image


1856 წ. ევროპის შვიდმა ქვეყანამ (ავსტრია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პრუსია, რუსეთი, სარდინია, თურქეთი) ხელი მოაწერეა პარიზის დეკლარაციას, საზღვაო საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, რომლის ერთ-ერთი პუნქტი, სწორედ კაპერობის აკრძალვას ეხებოდა. ამ დეკლარაციას, მოგვიანებით, კიდევ 45 ქვეყანა შეუერთდა.
ამ ბიზნესში, თავი განსაკუთრებით ინგლისელებმა გამოიჩინეს. გაგრძელება >>>


image
არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რას განიცდის ადამიანი სიკვდილის წინ

* 12 ნაკლებად ცნობილი ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო

* “თებერვლის მიწა სისხლს შეერევა..." – ვანგამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იწინასწარმეტყველა

* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე

* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ


0
1050
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1050
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0