x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის ქალები ყველაზე მიმზიდველები არიან - აი, ვის წინაშე შეუძლებელია თავის შეკავება

image


ყველა ქალს აქვს თავისი უნიკალური თვისებები, რაც მას კიდევ უფრო მეტ განსაკუთრებულობასა და საოცარ ხიბლს ანიჭებს. ზოგს ისინი სიგიჟემდე მოსწონს, ზოგსაც კი - პირიქით, მაგრამ არსებობს გოგონების ისეთი კატეგორია, რომელთა მიმზიდველობისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ შეუძლებელია. მათ ყოველთვის ჰყავთ თაყვანისმცემლები, მამაკაცები რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას, მეტიც, ქალებიც კი გრძნობენ მათ მიმართ მიზიდულობას... მათი მაგნეტიზმი გაიძულებს შეამჩნიო ისინი, ეძიო მათთან შეხვედრასა და ეცადო ყოველთვის მათ გვერდით ყოფნას. სინამდვილეში, ეს მაგნეტიზმი პირდაპირ კავშირშია ვარსკვლავებთან, და დღევანდელ სტატიაში სწორედ იმაზე ვისაუბრებთ თუ რომელ თანავარსკვლავედში იბადებიან ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი მიმზიდველი ქალები. მაშ ასე....






თევზები


image


მომხიბვლელი გარეგნობა, ნაზი ხმა და მანერები თითქმის მაშინვე იპყრობს საპირისპირო სქესის ყურადღებას, მაგრამ მათზე ყურადღების შეჩერებას არა ეს თვისებები, არამედ მათი გულწრფელობა და გახსნილობა იწვევს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს თითქმის ყოველთვის ძალიან ხმაურიანი სიცილი აქვთ. ისინი საკმაოდ ემოციურები, მგრძნობიარეები, ნაზები და სექსუალურები არიან, მაგრამ არა - ვულგარულები, მამაკაცების თვალში მათ სწორედ ეს ყოველივე კიდევ უფრო ქალურსა და მიმზიდველს ხდის. თევზი - ქალების გვერდით ძლიერი სქესის წარმომადგენლები ყოველთვის თავს მათ მფარველებად გრძნობენ. ის, ვისაც ასეთი ქალი თავის კომპანიონად აირჩევს, ყოველთვის იგრძნობს თავს ძლიერად და მნიშვნელოვნად.







თხის რქა


image


ცივი მიუწვდომლობის მიღმა, ფაქტობრივად კაშკაშა ალი იწვის, და კაცები ამას ინტუიციურ დონეზე გრძნობენ, ამიტომაც ეხვევიან მათ თავს როგორც ცეცხლს ჩრჩილები. ქალი - თხის რქა არის არისტოკრატული ელეგანტურობა, თავშეკავება, სიცივე, ინტელექტი და სიამაყე. ასეთი ქალი ახლოს მხოლოდ საკმარისად ჭკვიან და გამორჩეული ინტელექტის მქონე მამაკაცს უშვებს. სწორედ ამას მიიჩნევენ თხის რქები სექსუალურად. მათ ურჩევნიათ იყვნენ პირდაპირები და არ უყვართ თამაში, რაც მათ მამაკაცურ ხედვასთან ძალიან აახლოებს. ეს კი თხის რქებს თავის მხრივ, მამაკაცების თვალში კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.





ლომი


image


ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ქალები ყველა დანარჩენ ერთად აღებულ ნიშანზე უფრო უკეთ ფლირტაობს და მამრობითი სქესის წარმომადგენლებსაც ყველაზე მეტად აცდუნებს, მაგრამ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები ამავე დროს ეძებენ პარტნიორს მთელი ცხოვრებისთვის. ამ ქალებს არამარტო ძლიერი ხასიათი, არამედ მკვეთრი მზერაც აქვთ... ამით მათ მამაკაცის როგორც ფეხქვეშ გათელვა, ასევე ცამდე აყვანაც შეუძლიათ. მათი სამეფო გრაციოზულობა და სიმტკიცე შეუძლებელია ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს. ისინი მამაკაცებს ადვილად უყვარდებათ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ახერხებს ლომის გულის მოგებას. ისინი, სხვა ქალებისგან იმითაც განსხვავდებიან, რომ ურჩევნიათ თავად აირჩიონ მამაკაცი და არ ელოდონ თუ როდის აირჩევენ მათ.




0
520
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
520