x
მეტი
  • 05.10.2022
  • სტატია:122778
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495049
ამერიკაში ჩეჩენ ჯოხარ ცარნაევს ხელახლა ელოდება სასიკვდილო განაჩენი
image

პარასკევს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჩეჩენ ჯოხარ ცარნაევს ხელახლა გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.



ცარნაევს ბოსტონის მარათონზე აფეთქების მოწყობისთვის სასიკვდილო განაჩენი პირველად 2015 წელს გამოუტანეს, თუმცა შემდეგ ისევ გაუუქმეს.


სასამართლოს წევრებმა სასიკვდილო განაჩენის დაბრუნებას მხარი დაუჭირეს: ექვსი იყო მომხრე, სამი წინააღმდეგი.


image

2015 წლის აპრილში ნაფიცმა მსაჯულებმა უმრავლესი ხმით ცარნაევი დამნაშავედ ცნო ფედერალური პროკურორების მიერ წარდგენილ 30-ვე ბრალდებაში. 17-ე მუხლი ითვალისწინებდა მის სიკვდილით დასჯას.

image

იმავე წლის მაისში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გადაწყვიტეს ცარნაევის სიკვდილით დასჯა. ცარნაევის ადვოკატებმა არ გაასაჩივრეს მის მიერ ორგანიზებული აფეთქება, მათი მიზანი იყო აეცილებინათ ახალგაზრდასთვის სასიკვდილო განაჩენი, ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მათი კლიენტი, 18 წლის ჯოხარი მისი უფროსი ძმის, თემერლანის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მოქმედებდა.

image


2020 წლის ივლისში, აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სიკვდილით დასჯის განაჩენი.



ჯოხარ ცარნაევი არის ეთნიკური ჩეჩენი, დაბადებული ყირგიზეთში, რომელიც ცხოვრობდა რუსეთში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მან ამერიკის მოქალაქეობა 2012 წლის 11 სექტემბერს მიიღო.


ძმებმა 2013 წლის 15 აპრილს ბოსტონის მარათონზე მოაწყეს ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 264 დაშავდა.


პოლიცია დამნაშავეებზე 19 აპრილს გავიდა, თემერლან ცარნაევმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის შემდეგაც ადგილზე მოკლეს, ჯოხარმა დაკავების დროს თავის მოკვლა სცადა, პირში ჩაიდო რევოლვერი, თუმცა გასროლის შემდეგ მხარში დაიჭრა, რის შემდეგაც ლაპარაკის უნარი დაკარგა.22 აპრილს გონზე მოვიდა, რის შემდეგაც წერილობითი ჩვენება მისცა, სადაც აღიარა დანაშაული.


დაკავებამდე ჯოხარმა მამას "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის წერილი მიწერა:

„ეს ჩემი ბოლო მესიჯია, სანამ პოლიცია დამიჭერს. არასდროს გამიკეთებია ეს. მომატყუეს. მამა, მაპატიე. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა"

0
718
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
718
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0