x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
რუსებზე გაყიდული სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი
image

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთი გაყიდვიდან ამოიღებს მინერალურ წყალ "ბორჯომს", როგორც რუსულ პროდუქციას.


„ბორჯომის მინერალურ წყალზე შეკვეთებს ვწყვეტთ და უახლოეს დღეებში გამოვიტანთ ბაზრიდან. გადაწყვეტილება ეფუძნება ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს. ჩვენ არ ვთანამშრომლობთ სანქციების სიაში მყოფ მომწოდებლებთან. ჩვენს მაღაზიებში ბელორუსული და რუსული წარმოშობის საქონლის ყიდვა შესაძლებელი აღარ არის", - ამბობს Maxima-ს კომუნიკაციისა დეპარტამენტის დირექტორი, ერნესტა დაპკიენე.


კიდევ ერთმა სავაჭრო ქსელმა Rimi განაცხადა, რომ "ბორჯომის" მინერალური წყლის შეკვეთებს აჩერებს და გაყიდვიდან იღებს.


შეგახსენებთ, რომ "ბორჯომი" 2013 წლიდან რუსი მილიარდერის მიხაილ ფრიდმანის მფლობელობაში გადავიდა, რომელიც ინა გაუდავაძემ მიყიდა.დღეისთვის მინერალური და ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.



საქართველოში სამწუხაროდ ინსვესტიციების უდიდესი ნაწილი სწორედ
რუსეთზე მოდის, ესაა ელექტროენერგია, წყალმომარაგება, მადნეული და ზემოთ ნახსენები მინერალური წყლები.



რუსულ კომპანიების კუთვნილებაა: კომპანია “ინტერ რაო”, რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრობუციო კომპანია “თელასს”, თბოსადგურ “მტკვარი ენერგეტიკას”, ჰესებს “ხრამჰესი 1”, “ხრამჰესი 2”. „ინტერ რაოს“ მართვაში აქვს გადაცემული ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”.



რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს “ენერგიასაც”, რომელსაც ეკუთვნის დარიალი ჰესი, ლარსიჰესი, შილდა ჰესი. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ავანიჰესი, ალგეთი ჰესი, სკურდიდი ჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ “საქრუსენერგოსაც”, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს.



რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ჟინვალჰესი, აგრეთვე თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”.



რუსეთის საკუთრებაშია აგრეთვე ნავთობ კომპანიები “ლუკოილი”, “გალფი”, „ფოთის ნავთობტერმინალი”, ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები RMG Gold და RMG Copper, მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი სს "ელმავალმშენებელი", “ვითიბი ბანკი
ჯორჯია”, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ბილაინი” .



შენიშნვა:რუსების მიერ შეძენილი კომპანიების ჩამონათვალი არასრულია!

0
476
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0