x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“იმიტომ კი არა ტრ@კს ვათამაშებ..”- რა პოსტს ავრცელებს დათო ლიკლიკაძე

image


ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმ ადამიანებს ეხმაურება ვინც რუსი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით ის სოციალურ ქსელში მონიშნა:


"ძალიან ბევრ პოსტზე მომნიშნეს რუსების მიღებასთან დაკავშირებით და ბარემ დავპოსტავ ამაზეც.


მე პირადად ვერც რუს მივიღებ სახლში და ვერც ფრანგს. იმიტომ კი არა ტრაკს ვათამაშებ, უბრალოდ ვიწროთ ვცხოვრობთ და სტუმარი რომ მოდის ჩვენთან, ოჯახის რომელიმე წევრი გავდივართ სახლიდან.


ახლა ვიდრე ონისე (ან ვინმე) დააკომენტარებს სხვა სახლებიც ხომ გაქვსო, მოგახსენებთ, რომ ერთი გაქირავებული მაქვს უკვე, ხოლო მეორეში, სადაც მართლა, როგორც იტყვიან ცხენი გაჭენდება, დედა ცხოვრობს.


ამ ეტაპზე არ მახსენდება ეროვნება ან ნაცია, რომელსაც დედაჩემი იგუებს. თუ არ გჯერათ მიბრძანდით საფიჩხიის სახლში დედაჩემთან და ნამდვილ ომს მაშინ ჩახედავთ თვალებში." - წერს დათო ლიკლიკაძე.




0
699
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
699