x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"ამასობაში ქართულ ოპოზიციას ეფექტური ლიდერი ეკვეთება"- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


რუსეთ - უკრაინის ომში საომრად წასული პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს:


"ამასობაში ქართულ ოპოზიციას უპირობო და ეფექტური ლიდერი ეკვეთება, მაგრამ ვერავინ გამოიცნობთ ვინაა.


ვოლოდიმირ ზელენსკი. ეგღა თუ გვიშველის."- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგხსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის ფორმატში თბილისსა და ევროპის 6 ქალაქში - ფრანკფურტში, პრაღაში, ბრატისლავაში, ლიონში, პარიზსა და ვილნიუსში შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და შემდეგი სიტყვებით მიმართა - "თუ უკრაინა ომს მოიგებს ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, თუ დაეცემა, დაეცემა მთელი ევროპა ". ზელენსკის გამოსვლას საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი უამარვი ადამიანი ესწრებოდა.



0
1525
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1525