x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამარეში წაღებული 5 საიდუმლო

ჰარი ჰუდინის საიდუმლოimage


უდიდესმა ილუზიონისტმა ჰარი ჰუდინმა, სიკვდილის წინ, სეიფში ბარათი ჩაკეტა, რომელშიც მისი თქმით, საუკეთესო ილეთების საიდუმლო იყო ახსნილი. ანდერძში კი მიუთითა, რომ სეიფი, მისი დაბადების ას წლისთავზე უნდა გაეხსნათ.
1974 წლის 4 აპრილს, როდესაც ილუზიონისტის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა, სანოტარო ბიუროს თანამშრომელმა სეიფი საჯაროდ გახსნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ცარიელი იყო.

ამბობენ, რომ ეს ბატონი ჰუდინის ბოლო ფოკუსი იყო, ხოლო თავისი ილეთების საიდუმლო, ცნობილმა ილუზიონისტმა თან წაიღო.


ანტონიო სტრადივარის «მომღერალი» ვიოლინოების საიდუმლო
image


იმის დასადგენად, თუ რა იყო დიდი მაესტროს საიდუმლო, უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა: სადღაც უფრო სქელი, სადღაც უფრო თხელი – მხოლოდ მილიმეტრის მეათედი და უკვე სხვა ხმა, სხვა ჟღერადობა... თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დღეს უკვე ყველაფრის კოპირება შეიძლება. მაგრამ, აიძულო ვიოლინო ისე «იმღეროს», როგორც ამას ანტონიო სტრადივარი აკეთებდა, შეუძლებელია.

გადმოცემის თანახმად, იმ დროს, ყველა ვინც სიმებიანი საკრავების შექმნაზე მუშაობდა, ლაქს, რომლითაც საკრავი იფარებოდა, თავად ამზადებდა. ამიტომ, ფიქრობდნენ, რომ ვიოლინოს განსაკუთრებული ჟღერადობის მიზეზი ლაქი იყო და საუკუნის დასაწყისში, ამ საიდუმლოსაც აეხადა ფარდ: გაგრძელება >>>


ადამიანი–საცობიimage

imageანჯელო ფატიკონი — ადამიანი, რომელიც მეცნიერებისთვის დღემდე იდუმალებით მოცულად რჩება. ის 1859 წ. დაიბადა და ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩინა, რომ წყლის ზედაპირზე ტივტივის უნარი ჰქონდა.

ერთხელ, ჰარვარდის მეცნიერებმა, რომლებიც მისი შესაძლებლობების კვლევას ატარებდნენ, ფატიკონი აუზში ჩააგდეს და წინასწარ, 9 კგ–იანი ტვირთი მიაბეს. მაგრამ, 15 სთ–ის მანძილზე ცურავდა, უფრო სწორედ, წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. გარდა ამისა, ის ცურავდა ტომარაში, ქვემეხის ბირთვებით, ასევე მიბმული იყო სკამზე, რომელსაც ტვირთი ეკიდა და ა. შ. ექსპერიმენტებს ბოლო არ უჩანდა... და არც ერთხელ არ ჩაძირულა.

მეცნიერებმა ფატიკონს ადამიანი–საცობი შეარქვეს. ის 1931 წ. გარდაიცვალა, ისე რომ თავისი საოცარი შესაძლებლობის საიდულო არავის გაუმხილა.


ადოლფ ჰიტლერის საიდუმლოimage


ვენის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, ას კილომეტრში, ჩრდილოეთ ავსტრიაში, პატარა სოფელი დოლერშაიმი მდებარეობს. ჰიტლერის ბრძანებით, ოთხმოცი წლის წინ, ეს პატარა ავსტრიული სოფელი მიწასთან გაასწორეს...

დიქტატორი ცდილობდა დაემალა და მთლიანად გაენადგურებინა ყველაფერი, რასაც მისი ოჯახის ისტორიისთვის, შეეძლო ნათელი მოჰფინა. ყველაფერი, რაც მის, ვითომ და, არიულ წარმომავლობას ეჭვქვეშ დააყენებდა გაგრძელება >>>


არბოსკულპტურის ხელოვნების ფუძემდებელი აქსელ ერლენდსონი
image


აქსელ ერლენდსონი (Axel Erlandson) (1884 – 1964 წწ.) უჩვეულო ფერმერი იყო, რომელიც მცენარეებს საკუთარი დიზაინით ზრდას აიძულებდა. ხოლო, არბოსკულპტურა (არბორის სკულპტურა (ლათ. arbor — ხე, sculptura — ქანდაკება, სკულპტურა) – ცოცხალი მცენარეებით შექმნილ ქანდაკებას ნიშნავს. მისმა მცენარეებმა მსოფლიოში «ყველაზე უცნაური ხეების» სახელი დაიმკვიდრეს, ხოლო თავად ავტორი, საკუთარ ქმნილებას, «ხეების ცირკს» ეძახდა. სამწუხაროდ, აქსელ ერლენდსონი ისე გარდაიცვალა, რომ უნიკალური ხეების შექმნის საიდუმლო არავის გაუმხილა. გაგრძელება >>>


imageimageimageimage


1985 წელს ხეები მილიონერმა მაიკლ ბონფანტემ, Nob Hill Foods პროდუქტების ქსელის და გილროიში (ქალაქი კალიფორნიის შტატში) Tree Haven-ის ხის საშენი მეურნეობის მფლობელმა გამოისყიდა, რადგან «ხეების ცირკის» ადგილზე სხვა რაღაცის აშენებას აპირებდნენ. ამჟამად ამ ხე–მცენარეების ნახვა Gilroy Gardens პარკში შეიძლება.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* სამარეში წაღებული 3 საიდუმლო

* ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო - ღმერთის სახე


არხის სხვა სიახლეები:


* საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაში ეჭვმიტანილი 5 ვარსკვლავი

* 15 სახალისო ფოტო სპორტის სამყაროდან

* სარეკლამო ფოტოები – რა ხდება კადრ მიღმა?

* მაიას ცივილიზაცია – დიდებული წარსული და დაკნინების მიზეზი

* უცნაური ავტომობილები – მათ მფლობელებს არ ეშინიათ იყვნენ გამორჩეულები



0
1755
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1755
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0