x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მოკალით პუტინი და დიდ სამსახურს გაუწევთ როგორც საკუთარ ქვეყანას, ასევე მთელს მსოფლიოს"-ამერიკელი სენატორი

image

სენატორმა ლინდსი გრეჰემმა მოუწოდა "ვიღაცამ რუსეთში", მოკლას მათი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.


რესპუბლიკელი სენატორი თანახმაა კრემლის ლიდერის მკვლელობა მოხდეს იულიუს კეისარის სტილში.

image


ეს განცხადება სენატორმა Fox News-ზე შოუ Hannity-ში გამოსვლის დროს განაცხადა, ასევე დაწერა "ტვიტერზეც".


-არის თუ არა რუსეთში ბრუტუსი? - კითხვას სვამს სენატორი. "არსებობს თუ არა უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში? დაწერა მან ტვიტერზე და მიანიშნა არმიის ოფიცერზე, რომელმაც ადოლფ ჰიტლერის მოკვლა სცადა.

image


„არსებობს ერთადერთი გზა, რათა ეს ყველაფერი დასრულდეს- რომ ვინმემ რუსეთში იმ ქვეყნად გაისტუმროს ეს ბიჭი. თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ როგორც საკუთარ ქვეყანას, ასევე მსოფლიოს", - აღნიშნა მან Twitter-ზე.

image

„ერთადერთი ხალხი, ვისაც ამის გამოსწორება შეუძლია, არის რუსი ერი“, - დაწერა გრეჰემმა ტვიტერზე.

"ადვილი სათქმელია, ძნელი გასაკეთებელი.თუ არ გსურს მთელი ცხოვრება სიბნელეში იცხოვროთ, იზოლირებული იყოთ დანარჩენი სამყაროსგან უკიდურეს სიღარიბეში და იცხოვრო სიბნელეში, უნდა იმოქმედოთ.”


image




გრეჰემის მოწოდება პუტინის მოკვლის შესახებ მაშინ გავრცელდა, როდესაც მოვიდა უკრაინიდან ცნობები, რომ 21-ე საუკუნის ჰიტლერი უკრაინაში აგრძელებს ქალაქების განურჩევლად დაბომბვას. რუსეთის ჯარებმა დღეს დაიკავეს ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ზაპოროჟიეში მას შემდეგ, რაც ხანძრის შედეგად კომპლექსის ნაწილი დაიწვა, ხოლო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადანაშაულა პუტინი "ბირთვულ ტერორში" და შესაძლო კატასტროფის მოწყობაში, რომელიც მინიმუმ "ექვსჯერ უარესი იქნება.

image

სენატორ გრეჰამის ტვიტერზე გაკეთებულ განცხადებას აშშ-ში რუსეთის ელჩის მწვავე რეაქციამოჰყვა. ანატოლი ანტონოვმა გრეჰემის განცხადებებს „მიუღებელი და აღმაშფოთებელი“ უწოდა და განმარტება მოითხოვა.

1
570
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
570
  
2022, 4 მარტი, 20:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1