x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 3 მილიონი დოლარი გაიღეს

უკრაინაში დაბადებულმა მსახიობმა მილა კუნისმა და მისმა მეუღლემ ეშტონ კატჩერმა გადაწყვიტეს მხარი დაუჭირონ უკრაინიდან ლტოლვილებს, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას ომის გამო.image
“ახლა ჩვენ ვართ უკრაინელების გამბედაობის მოწმენი, ისევე როგორც მათი წარმოუდგენელი გამოწვევების მოწმენი, ვინც უსაფრთხოება აირჩია. GoFundMe-ის მეშვეობით თანხების შეგროვებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ლტოლვილებზე და გაუწიოს მათ ჰუმანიტარული დახმარება. თანხები გადაეცემა Flexport.org-სა და Airbnb.org-ს, რომლებიც აქტიურობენ და დახმარებას უწევენ გაჭირვებულებს. Flexport.org აწყობს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ლტოლვილთა ობიექტებზე პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და მოლდოვაში. Airbnb.org უკრაინიდან ლტოლვილებს უფასო მოკლევადიანი განსახლების საშუალებას აძლევს. უკრაინასთან ყოფნა ნიშნავს უკრაინელების მხარდაჭერას".

განაცხადეს მათ ინსტაგრამის ჩართვის დროს.image
მილა კუნისმა ისიც დაამატა, რომ ახლა ის "ისე ამაყობს იმით რომ უკრაინელია, როგორც არასდროს". მსახიობი უკრაინის ქალაქ ჩერნივციში დაიბადა, 1991 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა.

ბლეიკ ლაივლიმ, რაიან რეინოლდსმა, ნატალია ვოდიანოვამ და ანჯელინა ჯოლიმ უკვე გამოაცხადეს მზადყოფნა უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ასევე დაავალა თავის გუნდს შექმნას საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მიიღებს 4 მილიარდ ფუნტს (დაახლოებით 5, 3 მილიარდი დოლარი) ჩელსის საფეხბურთო კლუბის გაყიდვიდან. ფონდი დაზარალებულებს არა მხოლოდ ფინანსურად დაეხმარება, არამედ დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაშიც მიიღებს მონაწილეობას.



0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0