x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ჩემი მეგობარი პუტინი" - სტივენ სიგალი
image

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა გამოაცხადა უკრაინაში "სამხედრო სპეცოპერაციის" დაწყების შესახებ, მრავალმა ცნობილმა ადამიანმა სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოხატა საკუთარი პოზიცია ომის დაწყებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ კინოვარსკვლავების აბსოლუტური უმეტესობა შეძრწუნებულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, მსახიობ სტივენ სიგალს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს.


ამ დღეებში ბოევიკების ვარსკვლავმა ინტერვიუ მისცა Fox New Digital-ს და უკრაინის კონფლიქტის შესახებ თქვა: „უმეტესობა ჩვენთაგანს ჰყავს მეგობრები და ოჯახები რუსეთსა და უკრაინაში. მე ვუყურებ ორივე ქვეყანას, როგორც ერთ ოჯახს და ნამდვილად მჯერა, რომ არსებობს გარეშე ორგანიზაცია, რომელიც ხარჯავს უზარმაზარ ფულს პროპაგანდაში, რათა ამ ორ ქვეყანას შორის გამოიწვიოს უთანხმოება.

image


სიგალი იმედოვნებს, რომ უკრაინა და რუსეთი „ერთად იცხოვრებენ და ერთად აყვავდებიან“.


შემდეგ სტივენ სიგალმა დასძინა: ”ვლოცულობ, რომ ორივე ქვეყანა მივიდეს პოზიტიურ, მშვიდობიან გადაწყვეტილებამდე, სადაც ჩვენ შეგვეძლება ერთად ცხოვრება და ერთად მშვიდობიანად აყვავება".


ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ სტივენ სიგალი და ვლადიმერ პუტინი საკმაოდ დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი ერთმანეთს გააცნო ჰოლივუდის პროდიუსერმა ვან რონკელმა:


"დამიქირავეს, რათა სტივენ სიგალი თავის ჯგუფთან (შენიშვნა: სტივენ სიგალი მუსიკოსიცაა)ერთად გამოსულიყო ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც პრეზიდენტი პუტინიც მონაწილეობდა, მათ გაცნობაზე პასუხისიმგებელი მე ვიყავი...ამის შემდეგ სტივენი და პუტინი საუკეთესო მეგობები გახდნენ" -აღნიშნა NPR-თან ინტერვიუში რონკელმა.

image

როგორც აღმოჩნდა პუტინის და სიგალის დამეგობრება პირველ რიგში გამოიწვია ორივეს მხრიდან საბრძოლო ხელოვნების დიდმა სიყვარულმა.

image


თუმცა, როდესაც საზოგადოებამ მათი ურთიერთობის შესახებ შეიტყო, სტივენ სიგალს დიდად არ ესიამოვნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მან მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას 2014 წელს.

image


ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი და აიკიდოს ოსტატი სტივან სიგალი მამით ებრაელი და დედით ირლანდიელია, პაპამისი სანკტ-პეტერბურგიდან გადასახალდა ამერიკაში, ამიტომ სტივენ სიგალს მიაჩნია იგი რუსიცაა და თან ამაყობს ამით, მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და პოლიტიკასაც გამოკრა ხელი, იგი პარტია "სამართლიანი რუსეთის" წევრიც გახდა.

image

სიგალმა პირველ დიდ წარმატებას მიაღწია ფილმით "კანონზე მაღლა"(Above the Law -1988) სადაც ფილმის გმირს "ნიკო" ერქვა, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ბოევიკები სხვა სახელწოდებით გამოდიოდა და თავად მთავარ გმირსაც სხვა სახელი ერქვა, პოსტსაბჭოთა მეკობრულ ვიდეოგაქირავებაში მოიხსენიბდნენ როგორც "ნიკო-2", "ნიკო-3" და ა.შ.რაც კინოგმირის უზომო პოპულარობაზე მეტყველებდა.

0
1236
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0