x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზელენსკი:"ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება თუ მოხდა, ეს იქნება ევროპის დასასრული" (ვიდეო)
imageუკრაინის ქალაქ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენელმა ანდრეი ტუზმა განაცხადა. ეს ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ დაადასტურა.


ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული სათვალთვალო კამერებიდან ჩანს, რომ სადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.


ბატონმა კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ ხანძარი დაბომბვამ გამოიწვია. მისი თქმით, ატომურ ელექტროსადგურზე თუ აფეთქება მოხდება, ის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიაზეა 10-ჯერ უფრო ძლიერი იქნება.


უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მომატებული რადიაცია დაფიქსირდა.



ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელინსკი:


"თუ მოხდა აფეთქება. ბოლო მოეღება ყველას. ეს იქნება ევროპის დასასრული. ეს იქნება ევროპის ევაკუაცია. მხოლოდ ევროპის სასწრაფო ქმედებებს შეუძლია, გააჩეროს რუსული სამხედრო ძალები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.


ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 6 ენერგობლოკია, როცა ამ დროს ჩერნობილში მხოლოდ 1 ენერგობლოკი აფეთქდა.


1
86
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
86
  
2022, 20 მარტი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1