x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ცხოვრებაში პირველად ვითხოვ გაზიარებას"- ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და უნივერსიტეტების რექტორებს, ისტორიის, სოციალური მეცნიერებების, სამართლის, ფილოსოფიისა და თეოლოგიის პროფესორებს მოუწოდებს ვოლოდიმერ ზელენსკისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მისანიჭებლად ნორვეგიის ნობელის კომიტეტს მიმართონ. ნიკა გვარამია ფეისბუქფრენდს ასევე თხოვნით მიმართავს გააზიარონ აღნიშნული სტატუსი იმ შემთხვევაში თუკი მის მოწოდებას ეთანხმებიან:


"მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას ანიჭებს ნორვეგიის ნობელის კომიტეტი.


მისთვის მიმართვის უფლება აქვთ ნაციონალური ასამბლეის (ჩვენს შემთხვევაში, პარლამენტის) წევრებს, ასევე უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე პროფესორებს ისტორიის, სოციალური მეცნიერებების, სამართლის, ფილოსოფიის, თეოლოგიისა და რელიგიის სფეროში.


ყველას, ვინც მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს, მოგიწოდებთ, მიმართეთ ნორვეგიის ნობელის კომიტეტს, განიხილოს წინადადება ვლადიმერ ზელენსკისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე!



ცხოვრებაში პირველად ვითხოვ სტატუსის გაზიარებას. თუ, რა თქმა უნდა, ეთანხმებით ჩემს მოწოდებას"- წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.






0
1214
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1214