x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გავრცელდა ვიდეო,სადაც რუსული სუ-25 განზრახ ესვრის რაკეტებს საცხოვრებელ კორპუსს(ვიდეო)
image

BBC -ის რუსული რედაქცია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, თუ რუსული სუ-25 განზრახ როგორ ესვრის რაკეტებს საცხოვრებელ კორპუსს.



ინციდენტი გადაღებულია 2 მარტს ქალაქ ირპენში, რომელიც უკრაინის დედაქალაქიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. ვიდეოში ჩანს, რომ რუსული თვითმფრინავი მინიმუმ ორ რაკეტას ისვრის კორპუსის მიმართულებით.


ჯერჯერობით დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, კორპუსის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა სარდაფებში დამლავა მოახერხეს.



უკრაინის შეარაღებული ძალების განცხადებით, მიმდინარე დღის განმავლობაში ოცდაათამდე მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია უკრაინის საჰაერო სივრცე, ძირითადად ბელორუსის რესპუბლიკიდან და დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა.


" მტერი დემორალიზებულია, ეღუპება ჯარისკაცები და ზარალს განიცდის მათი სამხედრო ტექნიკაც, " - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი.



დღესვე გავრცლედა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის განცხადება:



"სოფლები და ქალაქები, სადაც რუსი სამხედროების კოლონები დგნან, დაუყოვნებლივ მოროდიორობის, ძარცვისა და მკვლელობების ადგილებად იქცევა. საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები - საკვები, წამლები, სასწრაფო მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილება, ბავშვების ევაკუაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ველოდებით აქტიურ დახმარებას. საკმარისია სიტყვები“ - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე"

0
160
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0