x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ჩემი ლამაზი დედაც წავიდა გივიკოსთან" - მანანა ბერიკაშვილი

imageმსახიობ გივი ბერიკაშვილის მეუღლე, ლელა კაპანაძე გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას მათი ქალიშვილი მანანა ბერიკაშვილი ავრცელებს:


"ჩემი ლამაზი დედაც წავიდა გივიკოსთან"



ლელა კაპანაძეს გარდაცალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ:



"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლეილა კაპანაძის გარდაცვალების გამო.


ლეილა კაპანაძე 70 წლის მანძილზე ასწავლიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასცენო მეტყველებას, იყო მოცემული უნივერსიტეტის სასცენო მეტყველების კათედრის გამგე, პროფესორი. სიცოცხლის ბოლო წლებში კი იყო თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის კონსულტანტი. ფასდაუდებელია ლეილა კაპანაძის ღვაწლი ქართული კულტურის განვითარებაში, ვინაიდან მან მსახიობების და რეჟისორების არაერთი თაობა აღზარდა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ქალბატონი ლეილას მიერ ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილ წვლილს და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს და მთელ თეატრალურ საზოგადოებას."-ნათქვამია განცხადებაში
imageimage

0
263
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0