x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
უკრაინის სამი შესაძლო სცენარი რუსების გეგმის მიხედვით,მათ შორის უკრაინის სრული გაქრობა

image

რუსი სამხედრო ექსპერტები უკრაინაში ჩატარებული "სპეცოპერაციის"(როგორც მას პუტინის მედია უწოდებს) განვითარების შესაძლო სამ სცენარს განიხილავენ, თან რატომღაც გამორიცხავენ მეოთხე სცენარს, ანუ რუსის ჯარის დამარცხებას, თუმცა აღნიშნვენ, რომ "სპეცოპერაცია რაღაც გაჭიანურდა".




1.ოპტიმისტური გეგმა: უკრაინა რჩება ამჟამინდელ საზღვრებში (მინუს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიები მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში)



ერთი შეხედვით მიმზიდველად გამოიყურება - ამ გზით ქვეყანა( თუმცა გარკვეული დანაკარგებით), თავის საერთაშორისო სუბიექტურობას შეინარჩუნებს, თუ ახლადარჩეული უმაღლესი რადა ოფიციალურად აღიარებს ყირიმს, როგორც რუსეთის კუთვნილებას, დონბასის დამოუკიდებლობას და რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით შეიტანს კონსტიტუციაში ცვლილებას ნეიტრალიტეტის შესახებ, არ გაერთიანდება ბლოკში, ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის, დაგვთანხმდება სამხედრო დამნაშავეების ექსტრადირებაზეც და რუსულ ენას, როგორც მეორე სახელმწიფო ენად აღიარებს.



მაშინ, როგორც ჩანს, რუსეთის სპეცოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება -სვამს კითხვას KP-ს სამხედრო ექსპერტი და პოლიტოლიგი სერგეი პონომარიოვი და თავადვე პასუხობს: არავითარ შემთხვევაში! გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოედნებზე პრობლემების გადაჭრას მიჩვეული ნაციონალისტები გამოვლენ ანდერგრაუნდიდან და მაშინ ყველა ეს გადაწყვეტილება და გარანტია უცებ გაფასურდება და ფარატინა ქაღალდი გახდება.




2.რეალისტური გეგმა: უკრაინის დაყოფა რამდენიმე ნაწილად; ალბათ ეს არის პრობლემის საუკეთესო გამოსავალი.



ის შეიძლება განხორციელდეს პირველ ეტაპზე, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ანალოგიით, რამდენიმე ფორმალურად დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნით, რომელიც დაფუძნებული იქნება ისტორიული სლობოჟანშჩინისა და ნოვოროსიის ძირითადად რუსულენოვან რეგიონებზე - ხარკოვის სახალხო, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ნიკოლაევი და ოდესა.


მეორე ეტაპზე, ხალხის წარმომადგენელთა გამაერთიანებელ ყრილობაზე, მათ, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან ერთად, ისევე როგორც მათთან შეერთებულ პრიდნესტროვიას, შეუძლიათ გამოაცხადონ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მჭიდრო მოკავშირე იქნება.


დანარჩენი დღევანდელი უკრაინა დაიყოფა ორ შედარებით პატარა სახელმწიფოდ - საკუთრივ უკრაინა (მალოროსია) ე.წ. მე -17 საუკუნის ჰეტმანების მიწებზე (ახლა ეს არის კიევის, სუმის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რეგიონების მიწები) და დასავლეთ უკრაინა (გალიცია და ვოლინი), როგორც ამჟამინდელი ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ვოლინის, ტერნოპოლის ნაწილი. ხმელნიცკის და რივნის რეგიონები.

image



3)ყველაზე რადიკალური სცენარი-უკრაინა, როგორც სახელმწიფოს გაქრობა


ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეცოპერაციის შემდეგ ქვეყნის ნგრევა შეუქცევადი და სრულიად უკონტროლო გახდება.(ამ შემთხვევაშიც პონიმარიოვი "სპეცოპერაციას უწოდებს" რამხელა ირონიაა)


ამ შემთხვევაში, ნოვოროსიასა და მალოროსიაში შეიძლება წარმოიშვას ძლიერი ცენტრიდანული ტენდენციები და ეს ტერიტორიები უბრალოდ შევიდეს რუსეთში რესპუბლიკებად, ტერიტორიებად და რეგიონებად. რუმინეთს და უნგრეთს შეეძლებათ ბუკოვინა და

იმიერკარპატები მოითხოვონ, ხოლო პოლონეთმა, რომლის შემადგენლობაშიც ისინი 1939 წლამდე იყვნენ, დასავლეთის ექვს რეგიონზე შეიძლება გამოთქვას პრეტენზიას . თუმცა, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიის პოლიტიკური სტრუქტურა უახლოესი მომავლის საქმეა. ცხადია მხოლოდ ის, რომ ეს უკრაინა უწინდელი აღარ იქნება.

1
750
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
750
  
2022, 2 მარტი, 18:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1