x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
"ამას ვინმემ რამე უშველეთ ფლიზ!!"- რა ინფორმაციას ავრცელებს ია ფარულავა

image


მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა პრემიერ ღარიბაშვილის უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ ამორალურ გადაწყვეტილებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება



ამას ვინმემ რამე უშველეთ ფლიზ !!!!


მოვითხოვთ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ, ოფიციალურად მიმართოს ევროკავშირს საქართველოს დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, როგორც ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა" - ვკითხულობთ ია ფარულავას პოსტში.


სანქციების არაეფექტურობის შესახებ ღარიბაშვილმა, 28 თებერვალს ჩანიშნულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:


"ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. დღეს უკრაინაში ვინ ომობს? — უკრაინის ჯარი. ამიტომ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები, სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი".


ცნობისთვის, ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 676 წევრიდან 637-მა მისცა ხმა, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა წევრმა თავი შეიკავა.







0
1544
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1544