x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ვისაც ჩემზე პატრიოტი ჰგონია თავი, ,იმის დედას შევ@ი – მე იქ ვიყო და ჩვენი ოჯახები აქ ომის ქარცეცხლში აღმოჩნდნენ…" – ლევან სუხიტაშვილი
image


მსახიობი ლევან სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს:


მოკლედ, ჩემო ქართველებო, ერთს გეტყვით! ვისაც მართლა წასვლა უნდა, მიდიან პოლონეთის გავლით და არა ტელეკამერების წინ კეკლუცობისა და ვიროშვილობების ფონზე. და ეს ტელეკამერების წინ კეკლუცობა და ვირიშვილობა, ვის და რას ემსახურება და ვის აწყობს, ყველამ კარგად ვიცით!


და რაც შეეხება კიდევ ქვეყნიდან წასვლას. მეც დიდი სურვილი მქონდა და რაღაც გზები და საშუალებები გავარკვიე კიდეც და სულაც არაა საჭირო კამერების წინ დაფიქსირდეს, ვინ მიდის, სად მიდის, რამდენი და რა გზებით.


მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით, არც ის მგონია რელევანტური იყოს იყოს ულტატუმის წაყენება სახელმწიფოთვის, თვითმფრინავის გამოყოფაზე და ღია ომში ჩართვაზე.


ვინმე გამორიცხავთ ხვალ ზეგ, ან თუნდაც ამაღამ, ჩვენ გაგვიხდეს დასაცავი ჩვენი საზღვრები, ქალაქები და ოჯახები. და ამ დროს მე იქ ვიყო, ჩემი და ჩვენი ოჯახები აქ შუა ომის ქარცეცხლში აღმოჩნდნენ ჩვენ გარეშე, რაც აბსოლუტურად რეალურია.


ამაზე დაფიქრდით აბა? ამის გააზრება გვმართებს ყველას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბოღმა მახრჩობს, მტკივა რაც უკრაინაში ხდება. გული მიკვდება იმ უსამართლობაზე, რასაც ეს სატანა სჩადის და ცხელ გულზე წასვლა მეც გადავწყვიტე, მაგრამ როცა გავიაზრეთ, გავაანალიზეთ და დავფიქრდით მე და ჩემმი მეგობრები, ნახევარზე მეტმა ჩავთვალეთ, რომ ხვალ და ზეგ შესაძლოა ჩემ ქვეყანას და ოჯახს აქ დავჭირდეთ. ამიტომ ცოტა პრაგმატიზმით უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას.


და ვისაც ჩემზე მამაცი, პატრიოტი და ვაჟკაცი ჰგონია თავი, “იმის დედას შევე@ი მე“! ბევრი ისეთი ფაფხურობს, ის ანდაზა რომაა ძაღლი შინ რომ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდა და ასეთები მომიწოდებენ მე ქვეყნის სიყვარულის, ჰუმანურობის, სამართლიანობისა და ჩემი მეზობელი უკრაინელი ხალხის სიყვარულისკენ. ესაა ჩემი მოკრძალებული აზრი და კომენტარი!


P.S. რაც შეეხება ამ აქციას, მარტო ჩვენთან ხდება ისე, რომ გულწრფელი სოლიდარობის აქციას პოლიტიკურ, ვიწრომერკანტილური ინტერესების საფეტიშოდ ვაქცევთ ხოლმე! როგორ ვერ ხვდებით ვის სასარგებლოდ ამღვრევთ და ვის წისქვილზე ასხამთ წყალს! ახლა, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ერთად დგომა და ქვეყნის ინტერესების დაცვა, მიუხედავად ნაც-ქოცობისა!” – წერს ლევან სუხიტაშვილი.

.

* * *

.

„მიშას ტურფა, წითელკაბიანი, ქურთების თოჯინას რომ ჰგავდა, არ მიდის უკრაინაში მიჰას სახელით?“

.

image


სკანდალური განცხადებებით გამორჩეული იუნა შაფათავა ტრადიციას არ ღალატობს და სოციალურ ქსელში ისევ სარკაზმით გაჯერებულ პოსტს აქვეყნებს. ამჯერად უკრაინაში წამსვლელთა ქცევას აკრიტიკებს და კითხვებს სვამს.


„რამდენიმე დღის წინ არ აკრავდა ლენკა ხოშტარია პლაკატებს უკრაინის ქუჩებში, რატომ წამოვიდა ასე მალე, დარჩენილიყო, “ებრძოლა”… რა სულ უბედურ საქართველოშია, ასეთი სულით მახინჯები თან “გმირის” შარავანდედით..

.

ის წითელი კაბით, სააკაშვილის ტურფა, ქურთების ქორწილის მანქანაზე თოჯინები როა მიკრული, ისეთი გაყინული, არ მიდის მიჰას სახელით? ან მელია, ან ბარამიძე ან მათი ჯიბე “ბიზნესმენები”? სად არიან? ყველაფერს რომ სათავისოდ იყენებენ.

.

ზურაბიშვილი რატომ არ მოგწონსო.. ადამიანის უფლებების დეკლარაცია და კანონები ვიცი, იმიტომ. ჩემს უფლებებს ეწინააღმდეგება მათი დახმარების აღთქმა. მე არ მინდა ომი. არც 2008-ში მინდოდა. არც მას შემდეგ 2012 ში კოჰაბიტაცია. არც ნაცების პარლამენტში ყოფნა. არც ახლა მინდა, 2022ში, ბანძი უჯიშო მკვლელთა კასტა “უკრაინის მხარდასაჭერ მიტინგზე” ამ ამაზრზენ სიფათებს აყენებდეს სცენაზე და მიჰა მიჰას სახელით “თავისუფლება” იყვირონ და ერთუჯრედიანი სელებრითები კი ბნელებთან ქულებს იწერდნენ. ესენი არ არიან საქართველო. მე არ მინდა, პრეზიდენტი რომელიც კონფორმისტობს.

.

მინდა ვცდებოდე, მაგრამ დღეს ასეა, მაინც გულის სიღრმეში სალომეს დიპლომატიური სვლების მჯერა და მინდა ის დღე ვნახო, რუსთაველი რომ ამ საზოგადოების სამარცხვინო ლაქების ადგილი არ იქნება და იქნება ამ გამყიდველების ეშაფოტი. მე არ მწამს მათი უკრაინის მხარდაჭერის, რადგან საკუთარ ხალხს უარესი გაუკეთეს და მერე ტვინი გამოურეცხეს ბავშვებს და გულზე აუფარეს.

,

მე ესენი უკვე ვნახე, გაქცეულები 2008-ში. ვნახე საკუთარ ხალხს როგორ არ ინდობდნენ მშვიდობიანი სისხლიანი რეჟიმის დროს და ამოტომ არ ვჩუმდები, მე არ მწამს მათი გულის ტკივულის უკრაინაზე, როცა თანამემამულე სძულთ და იმეტებენ დასაკლავად. არსებობს კანონი, რომელიც უზენაესია. და არსებობს სამხედრო კანონი, რომლის დარღვევა ნიშნავს, მისი დამრღვევის- სამხედრო კანონის მოღალატის- ტრიბუნალს და ლიკვიდაციას/ წოდების ჩამორთმევას და სამუდამოდ მოკვეთას საჯარო საზოგადოებრივი პოლიტიკური საქმიანობიდან. კი, ეს მათ ეხებათ. ეს ნაცები, არიან სამხედრო დანაშაულის თანამონაწილეები, 2008 წელს ბრძოლის ველიდან გაქცეულები.

,

ეს არის უდიდესი ცინიზმი, მათ მიერ დღეს უკრაინის “მხარდაჭერა”. ამიტომ ვწერ, იქნებ გაეხსნას ზოგიერთს გონება, იქნებ გაიაზროთ, ამ დამნაშავეებს ჯერ პასუხი არ გაუციათ 2008 წლის ღალატზე. და სალომემ არ მოითხოვა 2008 წლის ომზე დაკითხვა. არ მოითხოვა არც პრემიერმა, არც თავდაცვის მინისტრმა, თუმცა ეს იყო პირველი, რაც უნდა გაეკეთებინათ, უფრო მეტიც: მათ ამ გარეწრებს საქართველოდან გასასვლელი გზა დაუტოვეს და მაიდანს ჩაუყარეს საფუძველი. ეს ერთი სცენარია და სურთ მისი გაგრძელება. რომ ყოფილიყო საჯარო პროცესი, 2008 წლის ომზე, სასამართლოს კადრები მსოფლიოს მოივლიდა. და ეს ტურები უკრაინად თავს არ შეაფარებდნენ “მხსნელის” სახით.

.

დღეს კი რუსთაველს არ აკვნესებდნენ კიდევ, თავისი უტიფარი “სლავა უკრაინე” ბღავილით, როცა საკუთარ სამშობლოს სულში ჩააფართხეს და აგრძელებენ ჩაფურთხებას. მე უკრაინის მტკივა, რადგან ბაბუა მკყავდა უკრაინელი. და არც ის მომწონს, რუს ხალხს რომ პუტინის პოლიტიკის გამო აგინებენ, მე ბავშვობიდან ვისმენ რუსი ღორია, მაგრამ სხვაობა ვერავინ გამიჯნა, სიძულვილით, რუსს და რუსულ პოლიტიკას შორის.

.

მიჰა სააკაშვილის გამო ქართველის შეძულება იგივე იქნებოდა. ლენა ხოშტარიაც ქართველი ქალია და მეც. ჩვენს შორის კი უფსკრულია, ადამიანობის, ჰუმანიზმის, გულწრფელი პატრიოტიზმის. და მას “გმირს” ეძახიან მისი ბნელთა გარემოცვა და იგივე ბნელთა კასტა ჩემზე ყვირის “ბო*ია, ბნელია!”

.

დიდება უკრაინის ხალხს!!! ხალხს!!! და არა პოლიტიკოსებს!! იარაღით მხარდაჭერა ხალხის სისხლისღვრას ნიშნავს, ამიტომ ტირიან ბავშვები და ქალები, კაცებს კი სხვა არაფერი დარჩენიათ, პოლიტიკოსების ჯობოს გასასქელებელ ომში, ლეგიტიმური მკვლელები გახდნენ და ადამიანებს ესროლონ. ლამაზია ბრძოლის შემართება, არა? მკვლელობის გამართლებაა: მიწას ვიცავთ ყველა. და არავინ უფიქრდება, რომ ვკლავთ, ადამიანებს. და ყველა ვიღაცის ბრძანებას ასრულებს, რაღაც მურტალი ლოზუნგების ქვეშ… როგორც მეძავი ფულის გამო თამაშობს სიყვარულს, ისე პოლიტიკოსები ფულის გამო ისვრიან პატროტულ ლოზუნგებს. ფარსი!!!! არა ომს! არა მოღალატეების ბღავილს!! არა კონფორმიზმს! არა კოლაბორაციონისტებს!

.

держись Украина!!! закончится война!!!!! мы все люди и мы любим друг друга, не стреляй в человека, нам нужен мир!!!! - წერს იუნა შაფათავა.

0
1075
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1075
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0