x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ნახეთ, ქართველი ქალის სახელი, გვარი და ნომერი, რომელიც რუს აგენთტა სიაშია....

image

ჰაკერულმა დაჯგუფებამ - Anonymous-მა გამოაქვეყნა რუსი აგენტების ტელეფონის ნომრები, სადაც ერთ-ერთ ქართველსაც შეხვდებით.


ანონუმოუსი, როგორც თავად დაჯგუფების წევრები აცხადებენ არის თავისუფალი, არაცენტრალიზებული ორგანიზაცია რომელიც ერთი იდეის ქვეშ აერთიანებს ჰაკტივისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა, სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორატიულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.


როგორც იცით, მსოფლიოს ყველაზე დიდმა ჰაკერულმა დაჯგუფება “ანონიმუსმა” პუტინს კიბერომი გამოუცხადა.



სოციალურ ქსელში გვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ისინი პუტინს მიმართავენ და ამბობენ:


“ეს გზავნილია ვლადიმერ პუტინისთვის ანონიმუსისგან – აგრესია უკრაინის მიმართ იმის დასტურია, რომ თქვენ არ სცემთ პატივს, ადამიანთა უფლებებს. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სრულ მასშტაბიანი აგრესია მიმდინარეობს. სამოქალაქო უბნები დაიბომბა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ.


ანონიმუსის წევრებმა კიბერ ომი გამოუცხადეს თქვენს აგრესიულ რეჟიმს და გასულ რამდენიმე დღეში ბევრი სამთავრობო ვებგვერდი გაითიშა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე თქვენ მსოფლიო ჰაკერების რისხვა დაგატყდებათ თავს. ბევრი მათგანი, ალბათ თქვენსავე ქვეყანაში ცხოვრობს, თქვენი საიდუმლოები უსაფრთხოდ ვეღარ იქნება და შესაძლოა თქვენი მთავრობის დაცული გვერდებიც გაიტეხოს.


ახლა უკრაინაში შეჭრით, საქართველოსა და ყირიმში შეჭრით ჩანს თქვენი სტრატეგია, რომ გსურთ იმ ტერიტორიების მიერთება, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შედიოდა. საბჭოთა კავშირი დიდ ხნის წინ დაინგრა და მსოფლიოს არ დაავიწყდება ამ რეჟიმის სისასტიკე. ამ ომს თქვენ ვერ მოიგებთ, რა ძლიერიც არ უნდა გეგონოთ საკუთარი თავი. ჩვენ ვართ ანონიმუსი, ჩვენ ვართ რეგიონი, გველოდეთ”

6
892
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
892
  
ესეც რუსების მეთოდებია და მათი გეგმები,რასაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ახორციელებენ,მათ შორის საქართველოშიც. ჯერ ტვინის გამორეცხვით იწყებენ და ახდნენ მოსახლეობის დემონიზებას. რაღაც პერიოდის მერე თეთრზე გეტყვის ადამიანი შავიაო და ვერაფრით ვერ დააჯერებ რო ეს ესე არაა. ჩვენში ეს ამბავი მიშიკომ ჩაატარა და ტვინი გამოურეცხა ახალგაზრდებს ე.წ. პატრიოტულ ბანაკებში. რა გასაკვირია,მისი ბიძა რუსული დაზვერვის კადრია და კარგად იცის ეს ამბები.

მეორე ეტაპი არის დესტაბილიზაცია,რომელსაც უკრაინის მოვლენები პარალელურად ვხედავთ საქართველოში ერთი პარტიის აქტივის შესრულებით. სლავა უკრაინით დაიწყეს და მიშა ფრიი გაგრძელეს.

მესამე ეტაპი არის კრიზისი,რაც გამოიხატება უსაფუძვლო პანიკის შექმნით,რომელიც 2-3 დღის წინ გვქონდა სახეზე. მათი პარტიული ტელევიზიები,პარტ აქტივი და მხარდამჭერები ცდილობენ ისეთი სურათის შექმნას რო თითქოს ქვეყანა ინგრევა.
რაო ანონიმუსმა არ დაწერა,ვინ არის პასუხიმგებელი საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობაში და შაქრის გაქრობაში? რას ამბობს,გადახედე ტვიტერს და გვიპატაკე თუ შეიძლება
საქართველოში რო განათლების დეფიციტი გვაქვს ეს არახალია,მაგრამ მეამიტებიც თუ ვიყვით არ მეგონა :) რაღაც მიწიქვეშა ჰაკერული ორგანიზაციის სისულელებს აშეარებს ერი,ტიპებს წარმოდგენაც არ აქვთ,რა ძალასთან აქვთ საქმე. ამათთან პუტინი დედა ტერეზად მოგეჩვენებათ. სენსიტიური თემების სახელს მოიხვეჭენ და მერე წავა ადამიანების შანტაჟი. გამოგიჭერენ უნიფხოდ და მერე ფულს მოგთხოვენ,არ გადაუხდი და გამოგაჭენებენ საჯაროდ,მერე ბულინგი და ბოლოს სუიციდი დიდი ალბათობით.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი,ცრუ ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და არაფერი განსაკუთრებული ძალასთან არ გვაქვს საქმე,რადგან ეგრე მარტივი თემას ასე არ მარტივად არ გააპიარებდნენ. თუ ვიღაცას შეუძლია რუსეთის სისტემების ან პენტაგონის სისტემის გატეხვა,ის გახდება დიდი დევნის და შევიწროების მიზეზი. რა გგონიათ,რუსების ფაილის გასაჯაროება ამერიკელებს აწყობთ? ან პირიქით?

ამ სტატიას რაც შეეხება,სერიოზული ინფორმაცია მოუპოვებია და გაუვრცელებია ავტორს,კანდელაკი ზედ ფაქტზე გაუტ*ნიათ,როცა უკრაინის საიდუმლო მასალებს გადასცემდა რუსულ დაზვერვას,თინა და ბასკოვი ყოფილან სერიოზული ხალხი თურმე,მათ მხრებზე დგას რუსული დაზვერვა
2022, 1 მარტი, 18:23
უცნაურია, მაგი აქამდეც ვიცოდით ,რომ გაქანებული პუტინისტია კანდელაკი და სხვები..აგენტი უნდა იყოს ისეთი,საერთოდ ეჭვი რომ ვერ მიიტანო,ეგ რაღა ჯაშუში გამოდის ..ცოტას ურევს აი ეგ ანონიმუსი....თან ზუსტად დღე წავიკითხე,მაგათ ნდობა მთლად არ შეიძლებაო,სიფრთხილით უნდა მოეკიდოო შეიძლება,თავად რუსი ჰაკერებიც იყვენენო ამოფარებულებიო...
2022, 1 მარტი, 18:14
ნახეთ ტვიტერი და "ანონიმუსთა" პოსტები. გაიგებთ, რომ რუსთა აგენტები არიან:)
2022, 1 მარტი, 17:07
???? მაგ სიაში ცნობილი რუსი მომღერლები და შოუ ბიზნესის წარომადგენლების ტელეფონის ნომრებია..მათ შორის თინა კანდელაკის,ბიზნესმენის ჟურნალისტის და ტნტ-ს დირექტორის..რა აგენტი,რის აგნეტი!
0 1 6