x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როდის უნდა შევცვალოთ ბალიში

ბალიშმა შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობას მრავალი პრობლემა შეუქმნას
image

თუკი დაძინება გიჭირთ, იღვიძებთ დამძიმებული თავით, ხართ მოდუნებული, ყელის ან კისრის ტკივილით-- ალბათ ბალიშის შეცვლის დრო მოვიდა. როგორ მივხვდეთ რომ ბალიშის გამოცვლის დრო მოვიდა? ამისათვის ტესტის ჩატარებაა საჭირო. გადაკეცეთ ბალიში შუაზე, დააწექით ისე, რომ შიგნიდან ჰაერი გამოიდევნოს და დააკვირდით. თუკი ბალიში ძველ ფორმას დაიბრუნებს ესეიგი კარგია და ჩვენს თავსა და კისერს სწორად დაიჭერს. სხვა შემთხვევაში ბალიშის შეცვლა მოგვიწევს. ასეთი ტესტი უნდა ჩავატაროთ თუკი ცუდად გვძინავს, ან ძილის შემდეგ თავი და კისერი გვტკივა.

ძილის სპეციალისტები, რომელიც გამოკითხა Daily Mail-მა თვლიან, რომ ბალიშის შეცვლა წელიწადში ერთხელ თუ არა ორ წელიწადში მაინც საჭიროა. ეს დამოკიდებულია თვითონ ბალიშის ტიპზე და იმაზე, თუ რა პოზაში გვძინავს. სხვა შემთხვევაში ჩვენი ბალიში არა მარტო გაბრტყელდება, არამედ იქცევა უამრავი მტვრის ტკიპების ბუდედ, რომლებიც თავის მხრივ უამრავ პრობლემებს შეუქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას.


რა სიხშირით უნდა გავრეცხოთ ბალიში? ადამიანი თავისი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს, არაა გასაკვირი, რომ ბალიშში თავს იყრის უამრავი ბაქტერია, ჩვენი კანის მკვდარი ნაწილაკები, ოფლი, მტვერი და ტკიპები და ბევრი სხვა რამეები რაც იწვევს აკნეს, ტკივილებს ყელსა და კისერზე, ალერგიებს. ამიტომ ყოველი სამი თვის შემდეგ ბალიში უნდა გაირეცხოს სარეცხ მანქანაში მაქსიმალურად დასაშვებ ტემპერატურაზე.

სპეციალისტები გვირჩევენ აგრეთვე გამოვიყენოთ სპეციალური დამცავი ნაჭერი, რომელიც ბალიშსაც შეინახავს და ჩვენი კონტაქტიც მტვრის ტკიპებთან გამოირიცხება.

0
76
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0