x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქე სიკვდილს გადაარჩინა(ვიდეო)
image

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველმა, 23 წლის ლუკა ლოჩოშვილმა ვენის „აუსტრიასთან“მატჩის დროს ნამდვილი გმირობა გამოიჩინა.

შემთხვევა მატჩის მიწურულს, 87 წუთზე მოხდა, როცა "აუსტრია " 1 :0-ს იგებდა, ფეხბურთელებს შორის შეჯახებისას მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა, ჯორჯ ტაიგლმა გონება დაკარგა, ლოჩოშვილი კი სიტუაციის სიმძიმეში უმალ გაერკვა და პირველმა აღმოუჩინა დახმარება.
ქართველმა ფეხბურთელმა ტაიგლის ენა დაიჭირა. როგორც ცნობილი გახდა, ''აუსტრიას“ ფეხბურთელი შესაძლოა მომკვდარიყო, ლუკამ კი მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.

image


საბედნიეროდ ჯორჯ ტაიგლი გონს მალევე მოვიდა და მოედანი საკუთარი ფეხით და ექიმის თანხლებით დატოვა. მომხდართან დაკავშირებით თავშეკავებულად ისაუბრა ლუკა ლოჩოშვილმა და აღნიშნა, რომ მის ადგილას ნებისმიერი სპორტსმენი ანალოგიურად მოიქცეოდა.


image

„მივხვდი, რაც ხდებოდა და მისი პირის გაღება ვცადე. ენა მხოლოდ ბოლო მომენტში დავიჭირე. საბედნიეროდ, ვიცი, რა უნდა გავაკეთო ასეთ სიტუაციებში. მადლობა ღმერთს ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ფეხბურთი არის პატივისცემა და სამართლიანი თამაში. ამას ნებისმიერი გააკეთებდა“, - აღნიშნა ლოჩოშვილმა.

სამაგიეროდ კმაყოფილება და მადლიერება გამოხატა „აუსტრიას“ მეკარე პატრიკ პენცმა.

„ეს მართლაც შესანიშნავი ადამიანური საქციელი იყო მისი მხრიდან. მას მადლობას ვუხდით“, – განაცხადა მან.

„აუსტრიას“ მწვრთნელმა მანფრედ შმიდმაც მეტოქის მცველს ტაში დაუკრა.

„შეგიძლიათ მხოლოდ მიულოცოთ მას ეს ქმედება და მადლობა გადაუხადოთ. მაშინაც კი, თუ პირველადი დახმარება ნასწავლი გაქვთ, ასეთი სწრაფი რეაგირება ადვილი მაინც არ იყო“.


23 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი თბილისის "დინამოდან" ავსტრიულ "ვოლფსბერგერში" 2020 წლის აგვისტოდან გადავიდა,


0
198
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0