x
image
მანანა თურმანიძე
ღია წერილი რუსულ საზოგადოებას Открытое письмо к российской общественности
image

ძვირფასო რუსეთის საზოგადოებავ, კულტურის მოღვაწეებო, ექიმებო, სამხედროებო, ბოლოს და ბოლოს, დედებო და ხელისუფლების ლიდერებო!


არ გაგაკვირვათ იმ სისასტიკემ, რომლითაც რუსული არმია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილ დამოუკიდებელ რესპუბლიკებს ანადგურებდა? არ გსმენიათ, რა ბედი ეწიათ ყოფილ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს, რომლებსაც თქვენი არმიის წყალობით მრავალი უბედურება დაატყდა თავს გროზნოში, სოხუმში, ცხინვალში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი), უკრაინაში, მოლდოვაში და ყველგან, სადაც ხალხები აშენებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, არ იცოდით, რომ ყველა ამ ხალხს თავისი ისტორია და კულტურა აქვს?


დიახ, 70 წელი ვიყავით სსრკ-ს შემადგენლობაში, ერთი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ეს სახელმწიფო დაინგრა, ბოლოს და ბოლოს ყველა დიდი იმპერია ადრე თუ გვიან დაინგრა. დღეს ეს ყოფილი რესპუბლიკები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია მუდმივად უპირისპირდება ამ 30 წლის განმავლობაში, ხელს უწყობს პროვოკაციებს და იყენებს სამხედრო ძალას. თქვენს და ჩვენს შვილებს სასაკლაო ხორცად იყენებენ და ბრძოლის ველზეც არც ითვლიან, ცხედრებიც კი არ გაჰყავთ დღეს უკრაინიდან, სადაც რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი ომი გამოაცხადა იმ მოტივით, რომ უკრაინა უწყობს გენოციდს რუს ხალხს! ხედავთ ამაში ლოგიკას?


დღეს, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ეპოქაში, მსოფლიოს შეუძლია თვალი ადევნოს მოვლენებს და გამოავლინოს ყველა პროვოკაცია. დღეს უკრაინაში რუსეთის წითელი არმია კლავს ბავშვებს, მოხუცებს, ქალებს, ექიმებს, ჟურნალისტებს, ბომბავს საავადმყოფოებს, საცხოვრებელ სახლებს, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას სძინავს. შედეგად, ამ მომენტში რუსეთი იზოლირებულია დანარჩენი განვითარებული სამყაროსგან, რადგან ცივილიზებული სამყარო არ დაუშვებს ძალადობას და გენოციდს, რომელიც ხდება თქვენი სახელით უკრაინაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს უნდათ მშვიდობა, რუსეთის ფედერაცია კი მუდმივად ცდილობს იარაღით გადაჭრას პრობლემები, პრობლემები, რომლებიც რეალურად არ არსებობს და თავად ქმნის.


დღეს თქვენ იზოლირებული აღმოჩნდით განვითარებული სამყაროსგან, რადგან თქვენმა მთავრობამ არ გაითვალისწინა არაერთგზის გაფრთხილება, რომ თავი შეეკავებინა აგრესიისგან და არ შეეტია უკრაინისთვის. თუ არ გაწუხებთ ფინანსურ-ტექნოლოგიური, კულტურული და სამეცნიერო იზოლაცია, ანუ თქვენი ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში, მაშინ თქვენს ახალგაზრდობაზე, თქვენს შვილებზე მაინც უნდა ზრუნავდეთ. იცით, რომ დღეს მათ იყენებენ ქვემეხის ხორცად უკრაინაში, სადაც რუსეთის ფედერაცია ფაქტიურად დაუპირისპირდა მსოფლიოს, სუვერენულ სახელმწიფოში აგრესიული შეჭრით.


ბოლოს და ბოლოს, დროა გააცნობიეროთ, რომ უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო, როგორც საქართველო, მოლდოვა, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და სხვა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ისტორიის ნებისმიერ შუალედში ჩარჩენა და მასში გაჭედვა არავის კარგს არაფერს მოუტანს, იმპერიების დრო წავიდა. შეხედეთ დიდ ბრიტანეთს, მას აქვს შესანიშნავი ურთიერთობები ყოფილ კოლონიებთან, ასევე საფრანგეთს და ყველა განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყანას. რა დაემართა რუსეთის ფედერაციას, რატომ ვერ გამოდის ამ იმპერიალისტური აზროვნებიდან? ტოლსტოის, დოსტოევსკის, ჩეხოვის, ბულგაკოვის, ჩაიკოვსკის და სხვა კლასიკოსების ერი, რომელთა შედევრებზეც ჩვენ გავიზარდეთ, რატომ უნდა იქცეს იმპერიალისტური აზროვნების ჩამორჩენილ, აგრესიულ, მილიტარისტულ ერად, რომელსაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ზურგი აქცია?


გთხოვთ, გონს მოეგოთ და იმოქმედოთ თქვენი დიდი სამშობლოს მიერ წამოწყებული ომის, შეჭრისა და აგრესიის შესაჩერებლად. ნუთუ არ გენანებათ შვილები? მაშ, რატომ გზავნით მათ სასაკლაოზე ავღანეთში, ჩეჩნეთში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, როგორ არ დამთავრდა ეს?
"მსოფლიო მშვიდობა" იყო ძალიან პოპულარული ლოზუნგი სსრკ-ში. მაინტერესებს, დიადი საბჭოთა კავშირი მაშინაც ასე ამყარებდა მშვიდობას მთელს მსოფლიოში?


გამოფხიზლებისკენ მოგიწოდებთ, პროგრესულად მოაზროვნე დებო და ძმებო, დედებო, მამებო, შვილებო, მოუხმეთ წინდახედულობას და იზრუნეთ თქვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს განვითარებაზე, რაც მშვიდობის გარეშე შეუძლებელია. თუ ეს შეიარაღებული კონფლიქტი გაგრძელდება, ის შეიძლება კატასტროფად იქცეს მთელი მსოფლიოსთვის და, რა თქმა უნდა, თქვენი ქვეყნისთვის, რადგან ის მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია. რუსეთს აქვს ყველა რესურსი, რათა იყოს განვითარებული სახელმწიფო და არა „კამიკაძე“ თვითმკვლელი.

მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა, მოგვეცით მშვიდობა ჩვენც და საკუთარ თავსაც, გთხოვთ შეჩერდეთ, ღვთის გულისათვის!



image



Многоуважаемое русское общество, деятели культуры, врачи, военные, наконец, матери и руководители правительства!


Вас не потрясла жестокость, с которой армия РФ разорила бывшие независимые республики после распада Советского Союза? Разве вы не слышали, какая судьба выпала на долю бывших советских социалистических республик, что благодаря вашей армии много бедствий постигло Грозный, Сухуми, Цхинвали (так называемая Южная Осетия), Украину, Молдову и везде, где народы строят независимые государства? Разве вы не знали, что все эти народы имеют свою историю и культуру?

Да, мы были в составе СССР на протяжении 70 лет, мы с вами были одним государством, но это государство распалось, в конце концов все великие империи рано или поздно распались. Сегодня эти бывшие республики являются независимыми государствами, которым РФ на протяжении этих 30 лет постоянно бросала вызов, поощряя провокации и противопоставляя свою военную мощь. Ваших и наших детей используют как убойное мясо и их даже не считают на поле боя, даже трупы сегодня не вывозят из Украины, где РФ объявила полномасштабную войну, на том основании, что Украина способствует к геноциду русского народа! Вы в этом видите логику?


Сегодня, в век передовых технологий и интернета, мир может следить за событиями и разоблачать все провокации. Сегодня на Украине Российская Красная Армия убивает детей, стариков, женщин, врачей, журналистов, бомбит больницы, дома, где спят мирные жители. В итоге, в данный момент Россия изолирована от остального развитого мира, потому что цивилизованный мир не допустит насилия и геноцида, которые происходят от вашего имени на Украине. Развитые страны мира хотят мира, а РФ постоянно пытается решить проблемы оружием, проблемы, которых на самом деле нет и которые сами создают.


Сегодня вы оказались в изоляции от развитого мира, потому что ваше правительство не прислушалось к неоднократным предупреждениям воздерживаться от агрессии и не нападать на Украину. Если вас не волнует обособленность финансово-технологической, культурной и научной, т.е. всех сфер жизни в вашей стране, то вас хотя-бы должна волновать ваша молодежь, ваши дети, вы же знаете, что их сегодня используют как пушечное мясо в Украине, где РФ буквально выступила против мира с её агрессивным вторжением в суверенное государство.


Наконец, пора осознать, что Украина — суверенное государство, как и Грузия, Молдова, Прибалтийские Республики и другие. Советского Союза больше нет, а жизнь продолжается. Остановиться на каком-то временном промежутке в истории и застрять там, никому пользы не принесет, время империй прошло. Посмотрите на Великобританию, у нее прекрасные отношения с бывшими колониями, также и у Франций и у всех развитых, цивилизованных стран. Что случилось с Российской Федерацией, почему она не может выйти из этого империалистического мышления. Нация Толстого, Достоевского, Чехова, Булгакова, Чайковского и прочих классиков, на шедеврах которых мы выросли, почему она должна становиться отсталой, агрессивной, милитаристической нацией империалистического мышления, от которой отвернулся весь цивилизованный мир?


Пожалуйста, опомнитесь и примите меры, чтобы остановить войну, вторжение и агрессию, инициированные вашей великой родиной. Ведь вам жалко своих детей? Так зачем их отправлять на убой в Афганистан, Чечню, Грузию, Молдавию, Украину, как это не закончилось?


«Миру мир» был очень популярным лозунгом в СССР. Интересно, таким-ли образом ещё тогда великий Советский Союз устанавливал мир во всем мире?


Призываю вас проснуться, прогрессивно мыслящие братья и сестры, матери, отцы, дети, призывайте к благоразумию и позаботьтесь о развитии вашей страны и всего мира, которое невозможно без мира. Если этот вооруженный конфликт продолжится, это может обернуться катастрофой для всего мира и, конечно-же, для вашей страны, так как она неотъемлемая часть мира. У Росии есть все ресурсы, чтобы быть развитым государством, а не государством "камикадзе" самоубийца.


Мир нужен всему миру, дайте его нам и себе, пожалуйста, остановитесь, ради всего святого!



Плакат "Миру-Мир!"




0
133
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0