x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რა დაემართა ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შემდეგ

1945 წელს მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენები მოხდა – ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბები ჩამოაგდეს, რამაც შეუქცევადი შედეგები გამოიწვია და არა მხოლოდ ამ იაპონური ქალაქების, არამედ მთელი პლანეტის ისტორია შეცვალა.


image


1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 8:15 სთ–ზე ამერიკული ბომბდამშენის B-29 Enola Gay–ის ეკიპაჟმა პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდო იაპონიის ქ. ჰეროსიმაში, რომელშიც იმ დროს, სამხედრო ბაზა მდებარეობდა და მნიშვნელოვანი რეგიონალური ცენტრი იყო. ბომბმა, კოდური სახელით – «პატარა», ქალაქის 5 კვადრატული მილი დაანგრია და 70 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


imageimageimage


ჰიროსიმას განადგურებიდან, სამი დღის შემდეგ, მეორე ამერიკელმა ბომბდამშენმა, ბომბი ქალაქ ნაგასაკში ჩამოაგდო, რომელიც ჰიროსიმის სამხ–დასავლეთით, დაახლოებით 185 მილის დაშორებით მდებარეობდა და იქ 260 000 ადამიანი ცხოვრობდა. ტრაგედია დილის 11:02 საათზე მოხდა. ბომბი, კოდური სახელით «მსუქანი კაცი», თითქმის 10000 ფუნტს იწონიდა და ბევრად უფრო დიდი ძალა ჰქონდა, დაახლოებით, 22 კილოტონი. მისმა დამანგრეველმა ძალამ ქალაქის 30 პროცენტი გაანადგურა.


imageimageimageimageimage


დაბომბვიდან რამდენიმე საათში, ძლიერმა ხანძარმა, თითოეული ქალაქი გაანადგურა. მან მიწასთან გაასწორა უბნები, რომელიც ბომბის აფეთქების შემდეგ, ნაწილობრივ იყო დანგრეული. შედეგად, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანებიც დაიღუპნენ. ხოლო, 1945 წლის ბოლოსთვის, ბირთვული თავდასხმების რადიაციამ, ნაგასაკში კიდევ 74 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჰეროსიმაში კი, 6 თვეში, 140 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზად, როგორც პირდაპირი დასხივება, ასევე რადიაციული დასხივების ხანგრძლივი გვერდითი ეფექტები სახელდება.

ამ ტრაგიკული მოვლენების შედეგი, აზიაში ომის დასრულება იყო – 1945 წლის 14 აგვისტოს, იაპონიამ უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადაა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ვალერი მელაძე მიმართვას ავრცელებს

* 3 მოვლენა, რომლის დაჯერება მეცნიერებსაც კი უჭირთ

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* უცხოპლანეტელების შთამომავალი 3 უძველესი ცივილიზაცია. ძველი ცოდნის და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზი

* გიზის პირამიდების მიწისქვეშა სამყარო

* 10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩრდ. კორეის შესახებ

* საოცარი ფოტოები, რომლებსაც ყურადღების მისაქცევად, ფოტოშოპი არ სჭირდება

0
2149
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0