x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნიკოლოზ რაჭველი საზოგადოებას მუსიკალური აქციის გამო ბოდიშს უხდის

image

ნიკოლოზ რაჭველი საზოგადოებას მუსიკალური აქციის გამო ბოდიშს უხდის:

"ღმერთო, ღმერთო, ღმერთო დაჩოქილი გევედრები, უშველე ჩვენს უკრაინას.

და აქვე მაინც დავწერ, უსაზღვროდ განვიცდი, რომ ჩვენი მუსიკალური აქცია განსჯის საგანი გახდა… შეიძლება მართლა არ იყო ამის დრო მაშინ, როდესაც ტრაგედიამ ყველაზე მძაფრ ეტაპს მიაღწია…

ვინც თვლის, რომ შეგვეშალა, უმორჩილესად გთხოვთ, გვაპატიოთ, ვინც თვლით, რომ ჩვენი გულწრფელი მუზიცირება შესაბამისობაში მოდის თანადგომის გამოხატვასთან, მადლობას გიხდით, რომ ჩვენს განცდას პატივი ეცით… მთავარია, ახლა უკრაინამ გაძლოს და მთელმა პლანეტამ დაამარცხოს ეს სატანა ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი!!!!!!!!! ამაღამ ალბათ ძალიან ბევრი გავათენებთ და ყველას გისურვებთ შვებითა და ოპტიმიზმით ამოვისუნთქოთ გამთენიისას…"

მის პოსტს კი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება:

"ეს იყო სოლიდარობის აქცია და სოლიდარობა შეიძლება ნებისმიერი ფორმით გამოხატო ადამიანმა. გაიხსენეთ რა ქნეს უკრაინელებმა თავად მაიდანზე, მიიტანეს ფორტეპიანო და გაიხსენეთ კადრი დარბევის დროს გოგომ რომ უკრავდა. აგრესიას ნებისმიერი ფორმით შეიძლება უპასუხო და ომში სიმღერის ამბებს აღარ მოვყვები. ყველამ იცით! დიდება უკრაინას!!!!"

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მხარდასაჭერად, პარლამენტის წინ, უწყვეტი აქციები მიმდინარეობს.
0
370
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0