x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თინა კანდელაკმა "ინსტაგრამზე" პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულ ,,სპეცოპერაციას" მხარი დაუჭირა, რის გამოც ის მიკერძოებულობაში და გამყიდველობაში დაადანაშაულეს

ქსენია სობჩაკმა და ნატელა კრაპივინამ საჯაროდ დაგმეს თინა კანდელაკი, რომელმაც თავის ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით დაწყებული სამხედრო სპეცოპერაციის მხარდასაჭერად.image
ტელეწამყვანმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

“როდესაც ხედავთ პოსტებს სოციალურ ქსელებში სიტყვებით: "საშინელება, როგორ მრცხვენია რუსეთის, როგორ ვწუხვარ უკრაინელებისთვის!", მოძებნეთ სიტყვები ამ მართალი ხალხისგან დონბასში ადამიანების დაღუპვის შესახებ. მხოლოდ ბოლო 8 წლის განმავლობაში. გაგიკვირდებათ. იქნებ იქ არასწორი ხალხი კვდებოდა? არ დაიჯეროთ ფოტოების და ვიდეოების ტყვეების შესახებ. უკვე არის მაგალითები, სადაც უკრაინულ ფორმაზე პირობითად რუსული ქურთუკი აცვიათ. სასაცილოა, მაგრამ ყველას არ ესმის. <...> შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ჩაერთოთ ანგლო-საქსური პროპაგანდის მსხვერპლთა რიგებში. ზოგჯერ ჯობია საკუთარ თავს უთხრა: მე არაფერი ვიცი, ვიდრე იცოდე შენთვის შექმნილი ტყუილი."image
კრაინელმა პროდიუსერმა ნატელა კრაპივინამ, რომლის ოჯახიც ამჟამად კიევშია, გამოცემის კომენტარებში მკაცრად გააკრიტიკა კანდელაკი (ყოფილი ახლო მეგობარი) და ჟურნალისტი გამყიდველობაში დაადანაშაულა:

“მე რომ არ ვიცოდე რამდენად კორუმპირებული ხარ, შეიძლება დამეჯერებინა, რომ სამშობლოსთვის ცდილობ! მაგრამ შენ არც სამშობლო გაქვს, არც ოჯახი, არც სიყვარული! დაე, შენმა შვილებმა არასოდეს მოისმინონ როგორ ფეთქდება ჭურვები მათ თავზე, გულს მირევ!"image

ქსენია სობჩაკმა ასევე დაუჭირა მხარი კრაპივინას და თავის ინსტაგრამზე დაწერა:

“უბრალოდ გახსოვდეთ, როგორ გამოიმუშავენს თინა კანდელაკი თავის თანამდებობას (იგულისხმება გაზპრომ-მედიის გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშვნა. )"image

სპეცოპერაციის" მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა ასევე მომღერალმა ნიკოლაი ბასკოვმა, რის გამოც ლატვიამ ის “შავ სიაში" შეიყვანა.image


0
442
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0