x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ისტორიკოსების ცნობით, ალექსანდრე დიდი ცოცხლად დამარხეს - შოკისმომგვრელი ფაქტები
image

ზოგს ჰგონია, რომ ისტორია კვლევისთვის მოსაწყენი სფეროა, თუმცა, წარსულში ქექვისას, შესაძლოა, ბევრ საინტერესო, უცნაურ, შემზარავ, ან, თუნდაც, კურიოზულ ფაქტს წააწყდეთ. ცხადია, ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის, ამიტომ "ისტორიული ფაქტიც" კი ხშირ შემთხვევაში ოქსიმორონად ჟღერს, თუმცა, ეს სულაც არ გვიშლის ხელს, დედამიწაზე ერთხანს მომხდარ მოვლენებსა და მცხოვრებ ადამიანებზე ვიკვლიოთ და, შედეგად, საინტერესო მიგნებებიც მივიღოთ.

სწორედ ასეთი საინტერესო მიგნებებს წარმოგიდგენთ ამ სტატიაში.

1. ისტორიკოსების ცნობით, ალექსანდრე დიდი ცოცხლად დამარხეს

image


ალექსანდრე დიდმა ისტორიული სახელი 25 წლის ასაკში ანტიკური სამყაროს უდიდესი იმპერიის შექმნით მოიხვეჭა. ისტორიკოსების ცნობით, მხედართმთავარი ძველი წელთაღრიცხვით 323 წელს შეეწირა იშვიათ დაავადებას, რომელმაც ის ექვსი დღის განმავლობაში პროგრესირებადი პარალიზებით მოიცვა.

ავტოიმუნურმა დაავადებამ 32 წლის ალექსანდრეს კუნთები ისე გაუშეშა, რომ ექიმებმა ალბათ აღარც კი შეამოწმეს, სუნთქავდა თუ არა ის. ძველბერძნული ჩანაწერების მიხედვით, ლეგენდარული მხედართმთავრის სხეულს გარდაცვალების შემდეგ ხრწნა არ დაუწყია, რაც მაშინ ალექსანდრეს "ღმერთკაცობას" მიაწერეს, თუმცა დღევანდელი მეცნიერების ვარაუდით, ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ დასაკრძალავად მომზადებული სხეული ჯერ არ მომკვდარიყო.

2. კლეოპატრამ თავის ორ ძმაზე იქორწინა

image

ძველი ეგვიპტის დედოფალმა, კლეოპატრამ, თავის ძმასა და თანამმართველზე — პტოლემე XIII-ზე იქორწინა, ძველი წელთაღრიცხვით, დაახლოებით, 51 წელს, როცა ის მხოლოდ 18 წლის იყო, პტოლემე კი — 10-ის.

ოთხი წლის შემდეგ, როცა ბრძოლიდან გაქცევის მცდელობისას პტოლემე დაიხრჩო, კლეოპატრა მეორე უმცროს ძმაზე, 12 წლის პტოლემე XIV-ზე დაქორწინდა.

3. ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი

image

ძველი წელთაღრიცხვით 46 წელი ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი იყო, რომელიც 445 დღეს გაგრძელდა. წელიწადმა იულიუს კეისრის ბრძანებით დამატებით ორივე თვე მოიცვა. რომის იმპერატორის ბრძანება მიზნად ახლადშემუშავებული იულიუსის კალენდრის წელიწადის სეზონთან გასწორებას ისახავდა.

4. რომის იმპერატორმა სენატორად ერთხელ საკუთარი ცხენი დანიშნა

image

გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსი, იგივე კალიგულა, სულ რაღაც 24 წლის იყო, როცა ახალი წელთაღრიცხვით 37 წელს რომის იმპერატორი გახდა. იგი ისტორიას იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მმართველად შემორჩა.

კალიგულას, რომლის სახელიც "პატარა ჩექმებს" ნიშნავს, მკრეხელობას, ინცესტს, შეკვეთილ მკვლელობებს, ადამიანების წამებასა და დაყაჩაღებას მიაწერენ.

თუმცა, ამ საშინელებებთან ერთად, იმპერატორის მმართველობა ბევრი წარმოუდგენელი და სასაცილო ამბით გამოირჩევა. მაგალითად, ერთხელ მან თავისი საყვარელი ცხენი სენატორადაც კი აირჩია.

5. ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების იმპერიაზე ძველია

image

1096 წელს დაფუძნებული ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების ცივილიზაციაზე 200 წლით, მაჩუ-პიქჩუზე 300 წლით ადრე და აღდგომის კუნძულების თავების ქანდაკებებზე 150 წლით უფრო ძველია.

არსებობის განმავლობაში სასწავლებელში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო განათლება, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს 28 პრემიერმინისტრმაც.

6. რომის პაპმა მრევლს ერთხელ შავი კატების დახოცვისკენ მოუწოდა

image ნავარაუდევია, რომ კატები ევროპაში რომაელებმა შემოიყვანეს ეგვიპტიდან და მას შემდეგ კონტინენტის ბინადრებთან ერთად მშვიდად თანაცხოვრობენ.

თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 1230-იან წლებში, როცა რომის კათოლიკე ეკლესიის მაშინდელმა პაპმა, გრეგორი IX-მ ახალი ბულა, სახელად Vox in Rama ("ხმა რამაში") გამოსცა.

ედიქტმა კატები ეშმაკის იარაღად გამოაცხადა და მრევლს მოუწოდა, ევროპაში ცხოველები გაეჟლიტათ. პაპის ბრძანებით დახოცვას ყველაზე მეტი შავი კატა შეეწირა, რადგან ისინი სატანურ სიმბოლოებად აღიქმებოდნენ.

7. ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა

image

მანსა მუსა (1280-1377) აფრიკის დასავლეთით მდებარე, ოქროთი მდიდარი მალის იმპერიის მმართველი იყო, რომელიც, ისტორიკოსების შეფასებით, დღევანდელი $400 მილიარდის ეკვივალენტს ფლობდა. ქონების ნაწილს ის ქველმოქმედებასაც ახმარდა — კაიროში სტუმრობისას ეგვიპტისათვის გაღებული ოქრო ქვეყნის ეკონომიკას დიდად წაადგა.

თვალსაჩინოებისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ მუსა დღეის მდგომარეობით უმდიდრეს ადამიანზე, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსზე ორჯერ მდიდარი იყო.

8. მდიდარ ევროპელებში 500 წლის წინ კანიბალიზმი მიღებული იყო

image
ასეულობით წლის განმავლობაში, მე-17 საუკუნემდე, ევროპული ელიტა, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრები და მეცნიერები, რეგულარულად მიირთმევდა ადამიანის სხეულის ნაწილებს.

ამ შემზარავი პრაქტიკის მიღმა გავრცელებული ჭორი იმალებოდა, თითქოს ადამიანის გვამს დაავადებების განკურნება შეეძლო.

ამის გამო, საფლავის მთხრელები სასაფლაოებზე ხშირად ეძებდნენ საკბილოს. მათ არც ეგვიპტის აკლდამებიდან მორიდებიათ მუმიფიცირებული გვამების წაღება.

9. ბაირონს სტუდენტობისას შინაურ ცხოველად დათვი ჰყავდა

image

უცნაურ ინგლისელ პოეტს, ლორდ ბაირონს, 1800-იან წლებში კემბრიჯის სამების კოლეჯში სწავლისას დათვი ჰყავდა.

წყაროების ცნობით, რომანტიკოსმა პოეტმა დათვი ერთ-ერთ ფესტივალზე იყიდა, რადგან მაშინ კოლეჯში სტუდენტებს შინაურ ცხოველად ძაღლის ყოლა ეკრძალებოდათ.

10. არაპოპულარულმა მწერალმა ტიტანიკის ჩაძირვა იწინასწარმეტყველა

imageტიტანის ჩაძირვა: ამაოება 1898 წელს გამოქვეყნებული მცირე ზომის თხზულებაა, რომელიც მორგან რობერტსონს ეკუთვნის.

ნაწარმოებში ავტორმა აღწერა უბედური შემთხვევა, რომელიც 14 წლის შემდგომ მომხდარ მოვლენასთან საოცარი მსგავსებით გამოირჩევა.

საქმე იმაშია, რომ მხატვრული ტექსტი ბრიტანული გემის — ტიტანის — შესახებაა, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ოკეანეში მცურავ აისბერგს დაეჯახება და მგზავრებიანად ჩაიძირება, მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე სამაშველო ნავებია.

ზუსტად ისე, როგორც ტიტანიკის ჩაძირვისას.

11. დოღი ერთხელ მკვდარმა მხედარმა მოიგო

image

ჟოკეიმ, სახელად ფრენკ ჰეიზმა 1923 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პარკში გამართული დოღი მოიგო.

შეჯიბრის დაწყებიდან მალევე ჰეიზი გულის შეტევით დაიღუპა, თუმცა, მისი სხეული უნაგირზე ფინიშის ხაზამდე მაინც დარჩა, რის გამოც მხედრის უკანასკნელი წარმატება ამ დოღის გამარჯვებით აღინიშნა.

12. ერთი კაცი ორი ატომური ბომბის აფეთქებას გადაურჩა

image

ცუტომუ იამაგუჩი ჰიროსიმაში იმყოფებოდა, როცა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქში ატომური ბომბი ჩამოვარდა. უიღბლო კაცი მშობლიურ ნაგასაკიში მეორე ატომური ბომბის ჩამოგდებამდე რამდენი საათით ადრე დაბრუნდა.

იამაგუჩი სასწაულებრივად გადაურჩა ორივე აფეთქებას და 93 წლამდე იცოცხლა.

13. აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს

image

ნობელიანტ ფიზიკოსს, ალბერტ აინშტაინს, რომელიც სამეცნიერო და ფართო საზოგადოებაში ფარდობითობის თეორიით გახდა ცნობილი, ისრაელის პირველმა პრეზიდენტმა, ხაიმ ვაიცმანმა, 1952 წელს ცოცხლებს შორის "უდიადესი ებრაელი" უწოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ვაიცმანი დაიღუპა, არავისდა გასაკვირად, საელჩომ აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზა.

თუმცა, ფიზიკის თავმდაბალმა გენიოსმა თავაზიანი უარით უპასუხა შეთავაზებას, განაცხადა, რომ თანამდებობისთვის არაკვალიფიცირებული, ძალიან მოხუცი (73 წლის) და სხვა საპატიო უნარების არმქონე იყო.

14. ბაზ ოლდრინი პირველი ადამიანი იყო, ვინც მთვარეზე მოშარდა

image

1969 წლის ივლისში NASA-ის აპოლოს 11-ის მისიის წყალობით, ადამიანებმა მთვარეზე პირველად დადგეს ფეხი.

ასტრონავტის კოსტიუმში საშარდე ავზის გატეხვის შემდეგ ბაზ ოლდრინი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილა.

ეს ინფორმაცია მისიიდან 40 წლისთავზე თავად ოლდრინმა გაამხილა.

15. პამიდვრის კეჩუპი ერთხანს წამლად იყიდებოდა

image

1830-იან წლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პამიდვრის კეჩუპი, დიარეით დაწყებული, ინდიგესტიითა და სიყვითლით დამთავრებული, ყველაფერს კურნავდა.

ინფორმაციის წყარო ექიმი ჯონ ქუკ ბენეტი იყო, რომელმაც მოგვიანებით თავადვე დაიწყო პამიდვრის ტაბლეტების გამოშვება.


0
450
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0