x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ტინა ტერნერმა საკუთარ ორეულთან სასამართლო წააგო
imageთინა ტერნერმა თავიდან მოიგო ხანგრძლივი სასამართლო საქმე იმ ვარსკვლავის წინააღმდეგ, რომელიც მისი ორეული იყო, თუმცა საბოლოოდ სააპერელაციო სასამართლოში მაინც დამარცხდა.


82 წლის ტინა ტერნერმა უჩივლა გერმანულ კომპანია Cofo Entertainment-ს რომელმაც მოამზადა შოუ სახელწოდებით "Simply The Best - The Tina Turner Story", რომელშიც მონაწილეობდა ტინას ორეული, 30 წლის დოროთეა "კოკო" ფლეტჩერი(მთავარ ფოტოზე მარჯვნივ).



სარჩელში ტერნერმა, რომელმაც ძალიან ბევრი მსგავსება აღმოაჩინა საკუთარ და ფლეტჩერის მანერებს შორის, მოითხოვა მისი სახელისა და მსგავსების აკრძალვა შოუს სარეკლამო პლაკატებიდან და რგოლებიდან, რადგან ტინას აზრით თაყვანისმცემლებს შეიძლება ეფიქრათ, რომ იგი მონაწილეობდა შოუში.


თუმცა, Cofo Entertainment-ის ტურნეს ორგანიზატორი ოლივერ ფორსტერი ამტკიცებდა, რომ შოუ 100-ზე მეტჯერ ჩატარდა გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში და არავის უფიქრია, რომ ნამდვილი ტინა ტერნერის ნახავდნენ.



სასამართლო პროცესი ორი წელი გაგრძელდა და 24 თებერვალს ფედერალურმა სასამართლომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ფლეტჩერის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ტერნერმა თავდაპირველად მოიგო საქმე კიოლნის რეგიონალურ სასამართლოში.


შემდეგ საქმე 2020 წელს გერმანიის ქალაქ კარლსრუეს ფედერალურ სასამართლოს გადაეცა. ტერნერის ადვოკატმა კერსტინ შმიტმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ლეგენდარულ მომღერალს „სურს თავად გადაწყვიტოს, გამოიყენებენ თუ არა მის სახელს და მსგავსებას სარეკლამო მიზნებისთვის, რადგან თავად ტერნერს არაფერი აქვს საერთო ამ შოუსთან“.

image

მიუხედავად ამისა, ოფიციალურ განაჩენში ნათქვამია რომ მხატვრული თავისუფლება აღემატება ინდივიდუალურ უფლებებს, თავმჯდომარემ მოსამართლე თომას კოხმა თქვა, რომ საკამათო პლაკატები არ ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ტერნერი მხარს უჭერდა ან რაიმე ფორმით იყო ჩართული შოუში.


ქალბატონმა ფორსტერმა გერმანულ მედიას განუცხადა: „ძალიან მოხარული ვარ, რომ ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ საბოლოოდ შევძელით ამ სამართლებრივი დავის გადაწყვეტა."


0
292
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0