x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"მინდა ქართველებს ვუთხრა, ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში...." - რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო მიმართვას ავრცელებს

image
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყველამ მოისმინა. ეს იყო უკრაინისა და საქართველოს ღალატი - აცხადებს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო და ამბობს, რომ საქართველომ უნდა იბრძოლოს თავის ოკუპირებული ტერიტორიებისთვის.

"ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყველამ მოისმინა. ეს იყო უკრაინისა და საქართველოს ღალატი. ქართველების იმიტომ რომ, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის საქართველოს მიუბრუნდება, მის დასჯასა და სახელმწიფოებრიობის განადგურებას დაიწყებს. ზუსტად ისე, როგორც დღეს ამას უკრაინაში აკეთებს. ქართველების ინტერესებში უკრაინის გამარჯვება და დახმარების აღმოჩენა უნდა იყოს. ამასთან, ქართველების უმრავლესობა უკრაინას მხარს უჭერს და უყვარს. ჩვენ 2008 წლის მძიმე დროს საქართველოს გვერდზე ვიდექით. საქართველოს მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს რომელ მხარეს დგას, დემოკრატიული მსოფლიოსი, თუ პუტინისა და ლუკაშენკოს დიქტატურის გვერდზე.

ამასთან, მინდა ქართველებს ვუთხრა, რომ ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებისთვის კარგი დროა. იქ ნაკლებად იქნებიან ადამიანები ვინც ამაში ხელს შეგიშლით.

ახლა კიევში ვარ და აქ ვიქნები. მტერს აქ შევხვდები, მზად ვარ..."

0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0