x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ ცხოვრობენ და ერთობიან "ინსტაგრამის" მთავარი მექალთანეები

image


ითვლება, რომ "ინსტაგრამზე" ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ გოგონები სარგებლობენ, თუმცა ჩვენი დღევანდელი სტატიის მთავარი მექალთანეები - სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ. ისინი არ ცდილობდნენ არც ინფლუენსერობას და მით უმეტეს, არც ამით ფულის შოვნას - ფული მათ ისედაც საკმარისზე მეტი აქვთ! მიუხედავად ამისა, ინტერნეტ საზოგადოებამ მათი პროფილები საინტერესოდ ჩათვალა, ვინაიდან აქ ისინი თავიანთ რეალურ, გლამურულ და მდიდრულ ცხოვრებას აჩვენებენ.



ჯანლუკა ვაკი


image


"ინსტაგრამის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "ფლეიბოი" იტალიელი ბიზნესმენი ჯანლუკა ვაკია, რომელსაც ხშირად "მოცეკვავე მილიონერადაც" კი მოიხსენიებენ. ვაკი ბევრს მოგზაურობს, აღმერთებს იახტებს, ძვირადღირებულ ტანსაცმლს და მდიდრულ დასვენებას ზღვის სანაპიროზე. ჯანლუკას უყვარს ასევე ცეკვაც და ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს რომ მუსიკის რიტმებზე აყოლა იტალიელ ინტერნეტ ვარსკვლავს არც თუ ცუდად გამოსდის.


image


სწორედ თავისი ცეკვებისა და შესაშური ფიზიკური ფორმის წყალობით გახდა 54 წლის ჯანლუკა მთელს ინტერნეტსივრცეში ცნობილი. მის "ინსტაგრამზე" გამომწერთა რაოდენობა 22 მილიონს აჭარბებს!


image


მილიონერი ყოველთვის გარშემორტყმულია მოდელის გარეგნობის მქონე ახალგაზრდა გოგონებით. ერთ-ერთი მათგანი - "ვიცე-მის სამყარო" არიადნა გუტიერესი - ადრე მისი მუდმივი მეგობარი გოგონა იყო, თუმცა წყვილი 2017 წელს დაშორდა. ჯანლუკას დიდხანს არ უგლოვია - მალე მან ახალი მეგობარი გოგო გაიჩინა, რომელიც მასზე 26 წლით უმცროსია!


image


მილიონერის ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია: "ოცნებები რომ არ ხდებოდეს, ჩვენი ტვინი ოცნების უფლებასაც არ მოგვცემდა". მამაკაცი თავის ცხოვრების სტილს "gvlifestyle"-ს უწოდებს და სხვებსაც მოუწოდებს ცხოვრებაში იგივე პრინციპები დაიცვან - იცხოვრონ სრულყოფილად და ყველა სურვილი აისრულონ.




დენ ბილზერიანი


image


ამერიკელი პოკერის მოთამაშე და ვენჩურული კაპიტალისტი დენ ბილზერიანი სოციალურ ქსელში ცნობილი დაახლოებით 6 წლის წინ გახდა, "ინსტაგრამის" მთავარ "ფლეიბოის" აღნიშნული სტატუსი საკუთარი ცხოვრების წესის გამო ერგო. დენის ინსტაგრამგვერდზე ძირითადად ნახევრად შიშველი გოგონების, კერძო თვითმფრინავების, ძვირადღირებული იახტებისა და წვეულებების ამსახველ ფოტოებს შეხვდებით, რომელთა ხილვაც ჩვეულებრივ მოკვდავთ მხოლოდ ფილმებში თუ შეუძლიათ.


image


ამ ყველაფრისთვის მამაკაცს მეტსახელად "ინსტაგრამის მეფეც" კი შეარქვეს. დღესდღეობით, მულტიმილიონერს 32 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ბილზერიანმა ინტერნეტქსელში პოპულარობის პარალელურად ცუდი რეპუტაციის მოპოვებაც შეძლო - ერთხელ მან საკუთარი სახლის სახურავიდან 18 წლის მოდელი გადმოაგდო, რომელმაც აუზში ჩავარდნისას ფეხი მოიტეხა. გოგონამ დენს სასამართლოში უჩივლა, თუმცა მისი წყობიდან გამოყვანა ვერც დიდმა ფულადმა კომპენსაციამ შეძლო.


image


"ინსტაგრამის მეფის" ცხოვრებისეული დევიზია: "იჩქარე იცხოვრო, მოკვდი ახალგაზრდა!", რაც ერთხელ მას თითქმის გამოუვიდა კიდეც - 30 წლის ასაკში დენმა ორი ინფარქტი გადაიტანა, მაგრამ გამოცდილმა ექიმებმა და სწორმა მკურნალობამ ის კვლავ ფეხზე მალევე დააყენეს.




ტონი ტუტონი


image


ტონი ტუტონი - ბილზერიანის ახლო მეგობარი და "ინსტაგრამის მეფის" ტიტულის კიდევ ერთი პრეტენდენტია. მამაკაცის შემოსავლის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ აშკარაა რომ ფული მას საკმარისზე ბევრი აქვს - ბილზერიანის მსგავსად, ისიც მთელ დროს ლამაზი გოგონების გარემოცვაში ატარებს, ბევრს მოგზაურობს, ერთობა, საუკეთესო კურორტებზე ისვენებს, ძვირადღირებულ ტანსაცმელს ატარებს და ყველაზე პრესტიჟულ რესტორებში ვახშმობს..


image


ტუტონის მთავარი საფირმო ნიშანი მის ყველა ფოტოზე შუა თითის დემონსტრირებაა, და რაღა თქმა უნდა, ლამაზი გოგონები, რომლებიც მის ყველა ფოტოზე აუცილებლად უნდა იყვნენ ...


image


ტონიმ ქონება მაშინ დააგროვა, როცა 19 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში ღამის კლუბი შეიძინა. მამაკაცი ამტკიცებს: "თუ ახალგაზრდა ხარ და ლოს - ანჯელესში იმყოფები - შენ უბრალოდ წარმატებისთვის ხარ განწირული. თუ აქ იმყოფები და თან ყველაფერიც გაქვს შეგიძლია ნებისმიერი ქალი მოიპოვო.


image



ალან კიტინგი



image


მისტერ კიტინგი (ასე უწოდებს საკუთარ თავს თავად ალანი) შეიძლება ითქვას რომ პოკერში ბილზერიანის კიდევ ერთი კოლეგაა.



image


მის შესახებ ძალიან ცოტაა რამ არის ცნობილი - ვიცით მხოლოდ ის რომ მასაც "კოლეგების" მსგავსად განსაკუთრებით უყვარს სექსუალური გოგოების გარემოცვაში ყოფნა, ხმაურიანი წვეულებების მოწყობა, რომლებიც თითქმის ორგიებად იქცევა ხოლმე, ძვირადღირებულ ადგილებზე დასვენება და მრავალფეროვან გართობებში დიდი ფულის დაუფიქრებლად გადაყრა.


image


და მიუხედავად იმისა რომ მის პროფილზე არსებული ფოტოები ბილზერიანისა ან ტუტონის სურათებთან შედარებით გაცილებით უფრო მოკრძალებულად გამოიყურება, ბევრი მათგანი მაინც 18+ -ის ზღვარზეა.



ელი მიზრაჰი


image


ელი მიზრაჰი - ცნობილი ისრაელელი დიზაინერი გახლავთ, რომელიც წარმატებით არა მხოლოდ საკუთარ სამშობლოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც სარგებლობს.


image


ჩვენი სხვა გმირების მსგავსად ფუფუნების საგნებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულში, ასევე ელი მიზრაჰიც არის შემჩნეული.


image


და მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერის გამომწერთა რიცხვი არც იმდენად დიდია, მის ინსტაგრამგვერდზე არსებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ "ცეცხლი" არც მათ აკლიათ. აქ შეგიძლიათ იხილით როგორც ნახევრად შიშველი გოგონების ფოტოები, ასევე ძვირადღირებულ იახტებსა და მდიდრულ წვეულებებზე გადაღებული შთამბეჭდავი კადრებიც...


0
1911
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1911