x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მსახიობები, რომლებიც როლებისთვის იმდენად შეიცვალნენ, რომ ვერც კი იცნობდით

image
დღეს შეუძლებელი არაფერია, მსახიობები და ვიზაჟისტები ყველანაირ ხერხს მიმართავენ როლისთვის სასურველი შედეგის მისაღებად. ზოგჯერ კი ეს გარდასახვა იმდენად შთამბეჭდავია, რომ პერსონაჟში ამა თუ იმ მსახიობის ამოცნობა შეუძლებელია:

1. ჯონი დეპი

ჯონი დეპი გარდასახვის ნამდვილი ოსტატია, თუმცა რაც არ უნდა ექსტრავაგანრული პერსონაჟი იყოს, ის მაინ თავის თავს ჰგავს, ასი ფილმში Yoga Hosers კი მისი ამოცნობა გაგიჭირდებოდათ.image

2. კრისტიან ბეილი

მსახიობს თავისი ჯანმრთელობა არაერთხელ ჩაუგდია საფრთხის ქვეშ როლისთვის, ის ხან ძალიან იკლებდა წონაში, ან ძალიან იმატებდა, ან ძალიან ბევრს ვარჯიშობდა კუნთის მასის მისაღებად. მაგალითად, “მემანქანე"-ს როლისთვის მან 28.5 კილო დაიკლო, შემდეგ კი ბეტმენის როლისთვის ისევ ძველი ფორმა დაიბრუნა. აი ფილმში “ძალაუფლება" კი მისი ცნობა შეუძლებელია.image

3. ჰოლი ბერი

ფილმში “ღრუბლიანი ატლასი" მსახიობმა 6 როლი მოირგო და მხოლოდ ერთში იყო მისი ცნობა შეუძლებელი.image

4. რასელ ქროუ

სერიალში The Loudest Voice მთავარ როლს რასელ ქროუ ასრულებს, მაგრამ რამდენად იცნობდით მას, რომ არ გცოდნოდათ ვინ იყო?image

5. კოლინ ფარელი

მსახიობმა ბეტმენის ახლალ ფილმში, რომელიც 2022 წელს გამოდის, ბოროტმოქმედის როლი შეასრულა. მისი თქმით, გრიმის დადების შემდეგ ერთ-ერთ კაფეში შევიდა, მაგრამ ვერავინ იცნო.image

6. მარგო რობი

მარგო, გარდა იმისა რომ ლამაზია, ნიჭიერი მსახიობიცაა და გარდასახვაც მშვენივრად გამოსდის. მაგალითად ფილმში “2 დედოფალი", მისი გარდასახვა ნამდვილად შთამბეჭდავია.image

7. ჯარედ ლეტო

ფილმში The House of Gucci ჯარედ ლეტომ განასახიერა პაოლოს, მოდის სახლის ხელმძღვანელის, ალდო გუჩის ვაჟი. როდესაც მსახიობმა Twitter-ზე თავისი პერსონაჟის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბევრმა უბრალოდ ვერ იცნო.image

8. ჯიმ ქერი

ფილმში “ცუდი პარტია" ცნობილი კომიკოსის ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია. არსებობს ვერსია, რომ თავად მსახიობს სურდა, რომ ფილმში მისი მონაწილეობა მაყურებლისთვის სიურპრიზი ყოფილიყო და სარეკლამო კამპანიაში მისი სახელისა და მასთან ნებისმიერი გამოსახულების გამოყენება აკრძალა.image

9. ტილდა სუინტონი

მისტიკურ თრილერში “სუსპირია" ტილდა სუინტონმა ერთდროულად 3 როლი შეასრულა, რომელთაგან ერთი მამაკაცია - დოქტორი ჯოზეფ კლემპერერი.image

10. მეთ დეიმონი

მსახიობი პატარა როლით გამოჩნდა ფილმში დედპული-2, ტიტრები რომ არა მას ალბათ ვერც იცნობდნენ.image


0
347
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0