x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"მაქვს განცდა,რომ პრეზიდენტს საერთოდ არავის ესმის,ჩვენ მისთვის არ ვარსებობთ"-მაკარევიჩი და შევჩუკი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე
image

ჯგუფ "მაშინა ვრემენის" ლიდერმა ანდრეი მაკარევიჩმა ტელეარხ "Дождь"-თან ინტერვიუში ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და განაცხადა:


„მე კრემლის წინააღმდეგი არ ვარ, მე ვარ საღი აზრის უქონლობის წინააღმდეგი“, - განაცხადა მუსიკოსმა.


„რუსეთში ყველა ნორმალური ადამიანი, ამა თუ იმ ხარისხით, გრძნობს კოლექტიურ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, სხვა საქმეა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ. იმის გაკეთება, რაც სურათს შეცვლის, ჩემი აზრით, არის რთული, მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტს საერთოდ არავის ესმის, ჩვენ მისთვის არ ვარსებობთ“, - განაცხადა მაკარევიჩმა.



ზოგიერთი რუს მოქალაქეს, რომლებიც არ ეთანხმებიან კრემლის პოლიტიკას და ეწინააღმდეგებიან უკრაინასთან ომს, მოღალატეებად თვლიან, რომლებიც გადამწყვეტ მომენტში საბოტაჟს ახდენენ.


„აქ ახალი არაფერია, ჩვენ ათჯერ გავიარეთ ეს ყველაფერი ახლო წარსულში და სამწუხაროდ ამან არაფერი გვასწავლა, ესაა ყველაზე შეურაცხმყოფელია“, - დასძინა მაკარევიჩმა.


მანამდე მუსისკოსმა თავის "ფეისბუქზე" პუტინის სიბრძნე ეჭვქვეშ დააყენა და რუსებს უსაყვედურა, რომ საკუთარი თავით აზროვნების უნარი არ გააჩნიათ.


"აბა, დაიწყო? გილოცავთ. ჩვენს ხალხს აქვს გენეტიკურად ქვეცნობიერი რწმენა, რომ ყველაზე მთავარი ყველაზე ბრძენია. "როცა მეფე მოვა, მეფე განსჯის." ისტორია კი ამბობს, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. მაგრამ ვის ახსოვს...“ - წერს მაკარევიჩი.


მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა.


„და აი, კიდევ ერთი კითხვა: უკრაინის ის მაცხოვრებლები, რომლებსაც ახლა მოკლავენ, არიან თუ არა იმაში დამნაშავენი, რომ ნატო თითქოსდა „ჩვენს საზღვრებს მოადგა? აი, ზუსტად მაგათ ბრალია რა"-სარკასტულად წერს მუსიკოსი.


ახლახან კი დადო ბოლო პოსტი დადო ლეგენდარულმა როკ-მუსიკოსმა:


აბა, კიდევ ვფიქრობთ, რომ დონბასში მშვიდობას და დამოუკიდებლობას ვნერგავთ? თუ უბრალოდ თავს დავესხით უკრაინას?

კიდევ ერთი რუსი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ "ДДТ-ს ლიდერი, იური შევჩუკი, ემოციურად გამოეხმაურა რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაწყებას:


”მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი საკითხის ძალადობრივი გზით გადაწყვეტის, მხოლოდ პოლიტიკით - და რა არის პოლიტიკა? ეს არის ერთადერთი გზა, რომ ომი არ იყოს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვაპროტესტებ! საშინელებაა რაც ახლა ხდება. ძალიან რთულია მუშაობა, შენს საქმეს აკეთებდე-ზიხარ, კითხულობ ახალ ამბებს და წუხარ."


" ხალხს, როგორც დასახურდავებელ მონეტას ისე ექცევიან, ეს უბრალოდ საშინელებაა რიგითი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან. აბა, რა არის? რატომ არის, რისთვის? ზოგიერთი საკუთარი ამბიციების გულისთვის, ნაპოლეონის ბიძები აწარმოებენ ომს. მე ყველაფერი ვთქვი“, - განუცხადა მუსიკოსმა უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას რადიო Радиоточка "НСН"-თან.

0
1023
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1023
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0